მამა ილია კარტოზიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

news
: news იანვარი 18, 2015 18:15

მამა ილია კარტოზიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

მნიშვნელოვანი

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხალხმრავლობაა. რამდენიმე წუთის წინ აეროპორტში იტალიაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარი ჩამოასვენეს.

სხვა სტატიები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხალხმრავლობაა. რამდენიმე წუთის წინ აეროპორტში იტალიაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარი ჩამოასვენეს.

ადგილზე დაღუპულის ნათესავები, ნაცნობები და უბრალო მოქალაქეები არიან შეკრებილები.

ცხედარს რამდენიმე წუთში სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. შემდეგ კი მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონია კი 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

news
: news იანვარი 18, 2015 18:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics