მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

news
ავტ.: news იანვარი 18, 2015 11:43

მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტის, ილია კარტოზიას ცხედარს ბარიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ და საღამოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გუშინ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ, მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია კი 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

news
ავტ.: news იანვარი 18, 2015 11:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics