მამა ილია კარტოზიას საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ

news
: news იანვარი 13, 2015 23:16

მამა ილია კარტოზიას საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ

მნიშვნელოვანი

  • სამგზავრო გემ "ნორმან ატლანტიკზე" კატასტროფის დროს გარდაცვლილ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ,

სხვა სტატიები

სამგზავრო გემ “ნორმან ატლანტიკზე” კატასტროფის დროს გარდაცვლილ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბარის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსე ჭანკვეტაძემ განუცხადა.

“ხვალიდან უკვე მოხდება მამა ილიას ცხედრის გადმოცემა და მომზადება გადმოსასვენებლად. ასევე ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირთა მხრიდან გათვალისწინებული იქნა მამა ილიას უკანასკნელი სურვილი, რადგან ის წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მობრძანდებოდა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მე, როგორც აქაური სამრევლოს წინამძღვარი, მამა ილიას სულის მოსახსენებელ წირვას პარასკევს დილით, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღვასრულებ. ამის შემდეგ, შაბათს მოხდება მამა ილიას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში”, – განაცხადა არქიმანდრიტმა მოსემ.

news
: news იანვარი 13, 2015 23:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics