მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

news
: news იანვარი 5, 2015 14:09

მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბორან Norman Atlantic-ზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბორან Norman Atlantic-ზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

პრემიერი მამა ილიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილსაც ავრცელებს.

“მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ილია კარტოზიამ ყველას სამოქალაქო გმირობის მაგალითი უჩვენა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა ცეცხლმოკიდებულ ბორანზე მყოფი მოქალაქეები. ეს არის დიდი ტრაგედია, რომელიც ამავდროულად, სიამაყით გვავსებს. მსგავსი გმირობა სათანადო დაფასებას საჭიროებს. მისი ხსოვნა მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

გასულ კვირას, ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti–ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ბორანზე ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

news
: news იანვარი 5, 2015 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics