მაკკეინი: პუტინი საქართველოში ყოველდრიურად ღობის გადაწევითა დაკავებული

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 24, 2015 17:33

მაკკეინი: პუტინი საქართველოში ყოველდრიურად ღობის გადაწევითა დაკავებული

მნიშვნელოვანი

  • ,,რუსეთი, აფხაზეთსა და ოსეთში ყოველდღიურად ღობის საქართველოს სიღრმეში გადაწევითაა დაკავებული და იქ რუსები შეყავს. პუტინი საკუთარ ქმედებზე რეაქციების შეფასებით გათვლას აკეთებს, თუ რამდენად შორს შეიძლება შევიდეს,, განაცხადა მაკკეინმა

სხვა სტატიები

,,მსოფლიომ პუტინი უნდა შეაჩეროს… და პირველი რისი გაკეთებაც აშშ-ს შეუძლია, უნდა შეიარაღოს უკრაინა,, განაცხადა აშშ-ს სენატის შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინმა, ვაშინგტონში ჰუძონის ინსტიტუტში გამოსვლისას.

,,აზრი არააქვს პუტინის სიტყვების გაანალიზებას და იმის წინასწარმეტყველებას, თუ რას იზამს ის მომავალში, რამეთუ დანაშაულს პუტინი უკვე დღეს სჩადის… თავისი ისტორიის ბოლო 70 წლის მანძილზე უკრაინამ პირველად დაკარგა ტერიტორიები და ჩვენს სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ მას ის იარაღი არ მივეცით, რომლითაც შეუძლიათ თავი დაიცვან… ჩვენ შეგვიძლია მივცეთ უკრაინას ,,ჯაველინები,, რომელიც ეფექტური იარაღია ტანკების საწინააღმდეგოდ და დამერწმუნეთ, რომ რუსეთი გადაიხდის უფრო დიდ საფასურს, ვიდრე ის დღეს იხდის თავისი მოქმედებების გამო,, განაცხადა სენატორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინელები მე-20-ე საუკუნის იარაღით ებრძვიან რუსეთს, რომელსაც 21-ე საუკუნის იარაღი გააჩნია.

,,რუსეთი, აფხაზეთსა და ოსეთში ყოველდღიურად ღობის საქართველოს სიღრმეში გადაწევითაა დაკავებული და იქ რუსები შეყავს. პუტინი  საკუთარ ქმედებზე რეაქციების შეფასებით გათვლას აკეთებს, თუ რამდენად შორს შეიძლება შევიდეს,, განაცხადა მაკკეინმა, რომელმაც ევროანტლანტიკური სისტემის ეფექტურობაში შეიტანა ეჭვი რუსეთთან შეჯახებისას… ,,ვთქვათ და რუსეთი ბალტიისპირეთის რუსულენოვან პროვინციებში შეიჭრა და არსად სხვაგან…  აქ ვინმეს სჯერა, რომ ნატო სამხედრო პასუხს გასცემს მას? მე არა!,, აცხადებს სენატორი მაკკეინი.

www.timer.ge

 

 

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 24, 2015 17:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics