მაკედონიაში ტერორისტებთან შეტაკებას სისხლისღვრა მოჰყვა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2015 12:28

მაკედონიაში ტერორისტებთან შეტაკებას სისხლისღვრა მოჰყვა

მნიშვნელოვანი

  • მაკედონიის შსს-ს მინისტრის გორდანა იანკულოვსკას მიერ წუხელ გვიან ღამით მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ტერორისტების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის დროს მომხდარ შეტაკებაში 5 სამართალდამცავი დაიღუპა და 33 დაიჭრა.

სხვა სტატიები

gosintsedeki_polis_operasyonunda_calinan_silahlar_bulundu_h3487მაკედონიის შსს-ს მინისტრის გორდანა იანკულოვსკას მიერ წუხელ გვიან ღამით მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ტერორისტების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის დროს მომხდარ შეტაკებაში 5 სამართალდამცავი დაიღუპა და 33 დაიჭრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორორისტების, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას გეგმავდნენ, ერთი ჯგუფი უკვე აყვანილი ჰყავთ სამართალდამცავებს, ხოლო დანარჩენების მიმართ სპეცოპერაცია გრძელდება.

მაკედონიის შსს-ს მინისტრმა აღნიშნა, რომმშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლზე ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო ტერორისტების მხრიდან დაღუპულთა რაოდენობაზე ინფორმაციას აზუსტებენ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2015 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics