„მათ უნდათ, რომ მასკარადად აქციონ პროცესი” – დავით ნარმანია საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე

news
ავტ.: news მარტი 25, 2015 14:20

„მათ უნდათ, რომ მასკარადად აქციონ პროცესი” – დავით ნარმანია საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე

„ის, რომ ისინი არ დავუშვით მთავრობის სხდომაზე, ეს იყო ჩემი პრინციპულად მიღებული გადაწყვეტილება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე საუბრისას. მისი განცხადებით, ოპოზიცია სხდომაზე მოსმენილ საკითხებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„მათ უნდათ, რომ მასკარადად აქციონ პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და არ დავუშვებთ იმას, რომ საქმეში ვინმემ შეგვიშალოს ხელი,” – აცხადებს დედაქალაქის მერი. დავით ნარმანია ოპოზიციის ყველა კითხვას საკრებულოში აპრილის დასაწყისში უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვეს საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა.

news
ავტ.: news მარტი 25, 2015 14:20