ლუქსემბურგი – საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა ევროპის კატასტროფას გამოიწვევს

ლუქსემბურგი - საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა ევროპის კატასტროფას გამოიწვევს

ლუქსემბურგი - საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა ევროპის კატასტროფას გამოიწვევსლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასსელბორნმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის შესაძლო გეგმა საბერძნეთის ევროზონადან გასვლის შესახებ. შესაძლო სცენარის განხილვით გერმანია საფრანგეთთან კონფლიქტს უწყობს პროვოცირებას, განაცხადა ასსელბორნმა გერმანულ Süddeutsche Zeitung-თან საუბრუსას. “ეს ევროპისთვის კატასტროფა იქნება” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აუცილებელია ევროპის შესაძლო გათიშვა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად შეჩერებულ იქნეს. “საუბარი წარსულის აჩრდილების დაბრუნებაზეა” – თქვა მინისტრმა.

გუშინ იმავე გამოცემამ გერმანიის ფინანსთა მინისტრის აზრი დაწერა, რომ დასაშვებია საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა.
12 ივლისის გერმანიის ეკონომიკის მინისტრის ზიგმარ გაბრიელის განაცხადებით, რომ გერმანია მსგავს სცენარს არ განიხილავს. “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბერძნეთი ევროზონაში შევინარჩუნოთ” – განაცხადა გაბრიელმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიროგორ იღებენ ,,ისლამისტების მიერ მძევლის მოკვლის,, სცენას (VIDEO)
შემდეგი სტატიასტერლიგოვი მოსკოვიდან ამერიკანიზაციას ყარაბახში გაექცა (VIDEO)