ლუკაშენკო უკრაინელებს ყირიმის გამო საყვედურობს

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ,,ბლუმბერგისათვის,, მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ყირიმის გამო არაერთხელ უსაყვედურა…
,,მე არაერთხელ ვუსაყვედურე უკრაინის ხელმძღვანელობას ყირიმის გამო… იმის გამო რომ მათ პრაქტიკულად უბრძოლველად დათმეს ყირიმი.. უკრაინის ხელმძღვანელობამ, რომელიც აცხადებს, რომ ყირიმი მათი ტერიტორიაა, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ტერიტორია არ წაერთმიათ… ისინი ფაქტიურად დაეთანხმნენ იმას, რაც მოხდა,, განაცხადა ლუკაშენკომ.
,,მე ისტორიკოსი ვარ და ვიცნობ ბევრ მაგალით ანექსიისა… მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ანექსიის, არავისააქვს უფლება სხვა ქვეყანას მისი კუთვნილი ტერიტორია წაართვას… თუმცა სამყარო იცვლება და ვერ ვითვით რომ დღევანდელი მოცემულობა მუდმივი იქნება… რამდენჯერ გადავიდა ხელიდან-ხელში ყირიმი… თურქებიც ფლობდნენ… ვერავინ იტყვის ხვალ რა მოხდება,, აცხადებს ბელორუსიის პრეზიდენტი,რომელმაც არ გამორიცხა, რომ რუსეთი ახლაც აწვდის დონბასელ სეპარატისტებს იარაღს…
,,ბლუმბერგის,, კორესპოდენტის კითხვაზე, ,,იქნება თუ არა კიდევ ერთი ყირიმი?,, ლუკაშენკომ მოკლედ განაცხადა… ,,თუ ვინმე რუსეთის ტერიტორიაზე პირდაპირ არ შეიჭრა… არა!,,

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისნოუდენი: ბრიტანელები არგენტინას ფოლკლენდის გამო თვალყურს ადევნებდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები