ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა

news
ავტ.: news ივნისი 3, 2015 17:52

ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა

 

ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. – ამის შესახებ “თაიმერს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანებები უმეტეს შემთხვევაში სველ ბალახზე ფეხის დაცურების შედეგად მიიღეს.

“მლეთაში დილის ექვსი საათიდან მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 45 მაშველი, რომელიც სოფელ მლეთიდან სალოცავამდე გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ადგილებში. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაშველების მიერ ჩამოყვანილია 18 დაზარალებული სხვადასხვა დაზიანებებით. ასევე იპოვეს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ნისლში დაიკარგნენ. ისინი უვნებლად მიუყვანეს მშობლებს”. – განაცხადა სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო კობაიძემ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მაშველები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

news
ავტ.: news ივნისი 3, 2015 17:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics