ლიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაში+ფოტო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 23, 2015 14:29

ლიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაში+ფოტო

ლიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშილიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაში, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აფხაზეთის მმართველების ჩაჩბა-შერვაშიძეების რეზიდენცია იყო. აქ მდებარეობს ისტორიული ლიხნაშტა.

სახელწოდება “ლიხნი” ნიშნავს “ლოიების სასახლეს” ან “ადგილი ლოიების უფროსების” (ლოი – მთავრების საგვარეული სახელია). სოფელი ლიხნი – ბზიფის აფხაზეთის ისტორიული სახელია და დიდი ხნის მანძილზე აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. სოფელი ლიხნი საერთო აფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა.ლიხნის სახალხო კრებებზე მიიღებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. 1808-1863 წლებში აქ იყო ჩაჩბა-შერვაშიძეების რეზიდენცია.

შუასაუკუნეების ქართულ წყაროებში ეწოდება ზუფუ (ასევე ცნობილია მისი თურქული სახელწოდება :სოუკსუ, სუუკსუ) — ისტორიული სოფელი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, 50 მ ზღვის დონიდან, 5 კმ-ში გუდაუთიდან. აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — X-XI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია და ჩაჩბა -შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის აჯანყების შემდეგ, მათ მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას. აბაანთას ციხე (VII ს.) მდებარეობს სოფლის განაპირას მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე. სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. XVII ს. დასაწყისიდან აფხაზეთში დაწინაურდა შერვაშიძეთა ფეოდალური სახლი, რომელმაც შეძლო აფხაზ ფეოდალთა შეკავშირება და აფხაზეთის ოდიშისაგან გამოყოფა.

ლიხნაშტას ველზე მდებარეობს მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-10-მე-11 საუკუნეებით თარიღდება.

ლიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშილიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშილიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშილიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშილიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშიlixni4ლიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაშიlixn36lin45ლიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 23, 2015 14:29