ლიტვური თვითმფრინავი ბალტიის ზღვაზე გაუჩინარდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2015 18:25

მნიშვნელოვანი

  • ლიტვური წყაროების ცნობით, გუშინ ადგილობრივით დროით 16:16 საათზე კავშირი გაწყდა ლიტვის სასოფლო სამეურნეო კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავ АН-2-თან, რომელიც შვედეთიდან ლიტვაში მოფრინავდა და კავშირის გაწყვეტის მომენტში ბალტიის ზღვის თავზე იყო…

სხვა სტატიები

ლიტვური წყაროების ცნობით, გუშინ ადგილობრივით დროით 16:16 საათზე კავშირი გაწყდა ლიტვის სასოფლო სამეურნეო კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავ  АН-2-თან, რომელიც შვედეთიდან ლიტვაში მოფრინავდა და კავშირის გაწყვეტის მომენტში ბალტიის ზღვის თავზე იყო…

გავრცელებული ინფორმაციით, 1981 წელს რუსეთში გამოშვებული АН-2, ლიტვურმა კომპანიამ შვედებისგან სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისათვის შეიძინა და ორი უმაღლესი კლასის პილოტი, რომელთაც მსგავსი თვითმფრინავების მართვის 40 წლიანი გამოცდილება აქვთ,  მის ჩამოსაყვანად გაგზავნა… თუმცა გზაში თვითმფრინავი პილოტებიანად გაუჩინარდა.

გუშინ საღამოდან – დღეს შუადღემდე, ლიტველთა მხრიდან ჩატარებულმა თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო… დღეს კი, ლიტვამ დახმარებისათვის ლატვიასაც მიმართა… ახლა უკვე ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით ეძებენ თვითმფრინავს და პილოტებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2015 18:25

Google სტატისტიკა


5,856
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics