ლიტველებს ომსა და ოკუპაციისთვის ამზადებენ

news
ავტ.: news იანვარი 18, 2015 12:20

ლიტველებს ომსა და ოკუპაციისთვის ამზადებენ

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ლიტვაში არ ცხრება დისკუსია, რას იზამდნენ ლიტველები რუსეთს მათი ხელახალი ანექსია

სხვა სტატიები

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ლიტვაში არ ცხრება დისკუსია, რას იზამდნენ ლიტველები რუსეთს მათი ხელახალი ანექსია რომ მოეხდინა. 1940 წელს ლიტვის მიერთების შემდეგ ქვეყანა 50 წელი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. უკრაინის მოვლენებმა ლიტვის მთავრობა აიძულა იფიქროს იმაზე, რას

იზამს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მათ ოკუპაციას მოახდენს. ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა წიგნი „რა უნდა ვიცოდეთ ექსტრემალური სიტუაციებში ომის შემთხვევაში.“

წიგნში შესულია პრაქტიკული რჩევები მოსახლეობისადმი რა და როგორ უნდა გაკეთდეს სამხედრო კონფლიქტის დროს და როგორ უნდა გაიზარდოს ცოცხლად დარჩენის შანსი. მართალია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პრეზენტაციაზე ამშვიდებდა ყველას, რომ ლიტვას ომში არ ემუქრება და თუკი ამის საშიშროება დადგება, მოსახლეობას წინასწარ ექნება ინფორმაცია. წიგნში დიდი ყურადღება ე.წ. ჰიბრიდულ ომს ექცევა, როცა ჯარისკაცები დროშის და ნიშნების გარეშე იბრძვიან. წიგნში მოსახლეობას მოუწოდებენ „მწვანე ადამიანების“ გამოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.

news
ავტ.: news იანვარი 18, 2015 12:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics