ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს

news
ავტ.: news მაისი 19, 2015 16:27 განახლებულია

ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს

მნიშვნელოვანი

  • „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავადაც ადასტურებს.

სხვა სტატიები

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავადაც ადასტურებს.

გურგენიძეს ხელშეკრულების ვადა 2015 წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა, საკითხის კომენტირებისას, გურგენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ თანამდებობა ამ დრომდე დატოვოს.

19 ივნისს ბანკის აქციონერთა საერთო კრებაა ჩანიშნული. გურგენიძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 19 ივნისამდე რჩება. ის ბანკის აქციათა 7,33%-ის მესაკუთრეა.

ლადო გურგენიძე 2006 წლიდან „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია ,,Liberty Investments”. 2009 წლის სექტემბერშივე ,,Liberty Investments”-მა შეიძინა ,,ლიბერთი ბანკის” (ყოფილი,,სახალხო ბანკი”) აქციების 91.2%.

news
ავტ.: news მაისი 19, 2015 16:27 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics