ლეონიდ თიბილოვი: საქართველოსთან საზღვრის ტექნიკურ აღჭურვას გავაგრძელებთ

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 15:28

ლეონიდ თიბილოვი: საქართველოსთან საზღვრის ტექნიკურ აღჭურვას გავაგრძელებთ

“სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართელოსთან ე.წ. საზღვრის გამაგრებას და ტექნიკურ აღჭურვას გააგრძელებს,” – განცხადებას ამის შესახემ ლეონიდ თიბილოვი აკეთებს.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის უკანონო პროვოკაციული ქმედებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირას, განზრახ დაამთხვია დონალდ ტუსკის ვიზიტს.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს სურდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ადგილზე პროვოკაციული მიზნებით ჩაეყვანა.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებით, ქართული მხარე და საერთაშორისო შუამავლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები სამხრეთ ოსეთის საზღვრის გამაგრებითი სამუშაოების შესახებ, მაგრამ თბილისმა ეს პროვოკაცია რუსეთთან ურთოერთობების გასარკვევად მოაწყო.

თიბილოვი ირწმუნება, რომ რუსეთს მომხდარ ინცინდენტთან არავითარი კავშირი არ აქვს და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი მაინც გააგრძელებს საზღვრის გავლებას იმ ქვეყანასთან, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 15:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics