ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა სოხუმში კონცერტი გამართეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 00:18

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა სოხუმში კონცერტი გამართეს

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა სოხუმში კონცერტი გამართესრუსმა მომღერლებმა – ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა, ჯგუფ „ესპერანტო”-სთან ერთად, აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში სოხუმის XIV მუსიკალური ფესტივალის – „ჰიბლა გერზმავა გიწვევთ“ ფარგლებში, კონცერტი ჩაატარეს.
„რა ბედნიერებაა, ისევ თქვენს რესპუბლიაკს ვესტუმროთ. ბოლოს, გაგრაში მშობლებთან ერთად ვისვენებდი. ეს დიდი ხნის წინ იყო. დღეს ქუჩებში რომ გავიარე, დიდი ნოსტალგია მომაწვა,” – განაცხადა ლეონიდ აგუტინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გაგრის მუსიკალურ სასწავლებელს მოხმარდება.
ფესტივალი “ჰიბლა გერზმავა გიწვევთ” ოპერის მომღერალმა 2001 წელს დააარსა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება. 2014 წელს, ფესტივალი მოსკოვში, ჩაიაკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში დაიწყო, აფხაზეთში გაგრძელდა და ნიუ იორკში დასრულდა. წინა წლებშიც ფსტივალიდან შემოსული თანხა გაგრის მუსიკალურ სასწავლებელს გადაერიცხა, სადაც ჰიბლა გერზმავა სწავლობდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 00:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics