ლეიბორისტმა მილიბანდმა კემერონთან ტელედებატები წააგო- დატოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს 2017 წელს?

ლეიბორისტმა მილიბანდმა კემერონთან ტელედებატები წააგო დატოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს 2017 წელს

ბრიტანეთში წინასაარჩევნო კომპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. არჩევნებამდე 6 კვირით ადრე პრემიერობის ორი ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტი, მოქმედი პრემიერი დევიდ კემერონი და ლეიბორისტების ლიდერი ედ მილიბანდი ზეპირ ტელედებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. მაყურებელმა უპირატესობა დევიდ კემერონს მიანიჭა, რომელიც პრემიერობის მეორე ვადისთვის იბრძოლებს. ედ მილიბანდი ამომრჩეველს დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სიმტკიცეს გამოიჩენს რუსეთის პრეზიდენთან ურთიერთობაში.
ტელედებატების მომზადების პროცესს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კემერონმა თავდაპირველად უარი განაცხადა მონაწილეობაზე: ოპონენტების თქმით მას შეეშინდა გამოსვლა სუსტი არ ყოფილიყო, ისევე, როგორც 2010 წელს, სადაც კემერონი ვიცე პრემიერ ნიკ კლეგთან დამარცხდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ კემერონი ლაჩრობაში დაანდანაშაულა, პრემიერი დებატებზე დათანხმდა.
საბილოოდ, 7 მაისის ორი მთავარი პრეტენდენტი ერთ შოუში თანმიმდევრულად გამოვიდა და ჟურნალისტ ჯერემი პაკსმანის შეკითხვებს უპასუხა.
არჩევნებამდე 6 კვირით ადრე პარტიებს ფაქტობრივად ერთნაირი რეიტინგი აქვთ. კონსერვატორებსაც და ლეიბორისტებსაც ამომრჩევლების დაახლოებით 34 % უჭერს მხარს. დასმული შეკითხვები ხასიათით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ედ მილიბენდს ბევრი პირადი სახის შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემამ. „რატომ ხართ ყოველთვის დაღვრემილი, ყველაფერი ასე ცუდად არის?“ – იყო პირველი შეკითხვა დარბაზიდან ლეიბორისტების ლიდერისადმი. როცა დაახლოებით მსგავსი შეკითხვა დაუსვა მილიბანდს წამყვანმაც, ამ უკანასკნელმა გაიხსენა 2013 წლის სირიის სამხედრო ოპერაცია: „მე შევედი კაბინეტში, სადაც დევიდ კემერონი იყო, ასევე ნიკ კლეგი და ხაზზე ბარაკ ომაბა… მსოფლიო ლიდერისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვფიქრობ ჩემს მყარ ხასიათზე მიუთითებს. ეშმაკმა დალახვროს, ვიყავი მტკიცე? დიახ, ვიყავი!“ – განაცხადა ედ მილიბანდმა და დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტთანაც იგივე სიმტკიცეს გამოიჩენს.
„თუკი პარტიის თანადგომას არ ჩავთვლით, ედი ყველა ლიდერს შორის ბრიტანეთში ყველაზე სუსტია, ამიტომ ეს შეკითხვა მისთვის წარმატებულად იყო დასმული“ – ამბობს საერთაშორისო ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი.
The Guardian-ის ცნობით გადაცემისას პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გადანაწილდა – 54%-ით კემერონი მეტად დამაჯერებელი იყო, 46%-ისთვის მისი ლიდერი-ოპონენტიმა დაიმსახურა მაყურებლის ნდობა.
კემერონმა ამომრჩევლებს არსებული კურსის გაგრძელება დაპირდა და გაიხსენა, რომ „ჩვენ ჩვენი ეკონომიკა გავაუმჯობესეთ, შევქმენით სამუშაო ადგილები, რომელიც სიღარიბეთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამასთანავე, მან დაადასტურა, რომ 2017 წლამდე ჩაატარებს რეფერენდუმს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ.“

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა
შემდეგი სტატიალედი გაგა: „მე სიმღერებს კაბის ქვეშ ვწერ“ „იმედი გქონდეთ და ბევრი იმუშავეთ. თქვენი სურვილები აუცილებლად ახდება + ფოტო