ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს. ექიმის გულგრილობა ტრაგედიით დასრულდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2015 17:56

ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს. ექიმის გულგრილობა ტრაგედიით დასრულდა.

მნიშვნელოვანი

  • აქაც თანხაზე წავიდა საუბარი, დღეში 1500 ლარს ითხოვდნენ, ან ამ თანხებზე ოთარ მარშავას გარანტიას ითხოვდნენ, რადგან შეცდომები მისი დაშვებული იყო. ავადმყოფს ნაოპერაციევი მეოთხედ ამოუკერეს, შემდეგ კაბინეტში შეგვიყვანეს და დაიწყო თანხებზე ვაჭრობა: _ თუ თქვენ 2200 ლარს გადაიხდით, პაციენტს დავაწვენთ და მკურნალობას გავაგრძელებთ, თუ არადა მიბრძანდითო.

სხვა სტატიები

ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებსგარდაცვლილი ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
25 ნოემბერს, ქუთაისის კლინიკურ სავადმყოფოში, ლევან ხარჩილავას კუჭის რეზექციის (კუჭის დაპატარავება) ოპერაცია ექიმმა ოთარ მარშავამ გაუკეთა. ოჯახის წვრები აცხადებენ, რომ ოპერაცია მარშავას თქმით ბრწყინველად ჩატარდა. უფრო მეტიც, ექიმი მარშავა ხარჩილავას ოჯახას უმტკიცებდა, რომ გარდაცვლილი ახალწელს საღ-სალამათი შეხვდებოდა, თუმცა, ოპერაციიდან 8 დღის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გართულდა. გარდაცვლილის მამა ბორის ხარჩილავა „თაიმერთან“ ჰყვება იმ დეტალებს, რომელმაც მისი შვილის სიკვდილი გამოიწვია:

,,სახლში, წალენჯიხაში  რომ მოვიყვანეთ, მეორე დღეს სისხლდენა დაეწყო,ოფლში ცურავდა. დავურეკეთ ოთარ მარშავას, ავუხსენით პაციენტის შექმნილი მდგომარეობა, გვითხრა _ ასე იცის, ცხიმები დნებაო, არადა, საჭმელს რომ მიირთმევდა მასას, რომელიც დრენაჟიდან გამოდიოდა, ისეთი სუნი ასდიოდა, ვერ მიეკარებოდი. ვუთხარი, თუ რამე გეეჭვება, ხელახლა გავუკეთოთ ოპერაცია, შვილს ნუ მომიკლავ, ახალგაზრდაა, ცხოვრებით სავსე კაცია მეთქი. მითხრა _ თავი დაანებე, ნუ პანიკიორობ, მშვენივრად არის, არანაირი განმეორებითი ოპერცია საჭირო არ არისო, თუმცა, სამწუხაროდ, რეალური სურათი სხვა იყო.ნაკერები რომ გაეხსნა, ქუთაისში წავიყვანე. სამი დღე იქ დავყავით. სისხლდენა აუტყდა, ექიმმა აგვიხსნა, რომ რეზინის ტამპონს ჩავუდებ და სისხლდენა შეუჩერდება, არ ინერვიულოთ, ასე იცისო. როცა ღამე ისევ დაეწყო სისხლდენა, მარშავამ გვითხრა _ ფილტვების დაჩრდილვა აქვს და ჩემი მეგობრის კლინიკაში უნდა გადაიყვანოთო. მართლაც, მისი ბრძანებით, გადავიყვანეთ მეორე კლინიკაში, სადაც რვა დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, თავად კი გალში წავიდა და ასეთი მძიმე ავადმყოფი უყურადღებოდ დატოვა. შვილი მთხოვდა, მამა ამ რეანიმაციაში ხალხი კვდება პალატაში გადააყვანინე ჩემი თავიო. ვთხოვე ექიმს, მან კი მიპასუხა- ნუ უყურებს მკვდრებსო?!

ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს

მარშავა 2 იანვარს დაბრუნდა,მანამდე არც წყალს აძლევდნენ და არც საჭმელს. ექიმები კი გვეუბნებოდნენ, ეს არ არის ჩვენი პაციენტი, მარშავას თხოვნით დავაწვინეთო. რეანიმაციიდან პალატაში რომ გადაგვიყვანა, იქაურმა ექიმმა დამატებითი თანხის გადახდა მოგვთხოვა „თუ დამატებით თანხას არ გადაიხდით, შემიძლია სახლში გაგწეროთ და მკურნალობა იქ გააგრძელეთო“. ვეხვეწებოდი მარშავას, ამ საავადმყოფოდან როგორმე გამოვეწერეთ, რადგან მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა. სადაც გინდა იქ მიჩივლეთ, ხუთიანზე მაქვს ყველაფერი გაკეთებულიო, _ გვითხრა მაშინ, როდესაც ორი-სამი კოვზი საჭმელი პირდაპირ დრენაჟიდან გარეთ გამოდიოდა.

25 ნოემბრიდან 5 იანვრამდე მხოლოდ ტელეფონოთ გვესაუბრებოდა, როგორც იქნა, გამოგვწერეს და რეანიმაციის 8 დღის საფასური 9500 ლარი გადავიხადეთ.
თბილისში როცა წავიყვანეთ რეანომობილით, არც ერთ საავადმყოფოში ადგილი არ იყო, ყველგან უარს გვეუბნებოდნენ და როგორც იქნა ადგილი ჩაფიძის კლინიკაში მოინახა, მაგრამ ეს ჩვენი პაციენტი არ არის და სხვა კლინიკაში გადაიყვანეთო, ეჭვი გვაქვს, რომ მარშავამ გადარეკა ყველგან და უარი იმიტომ გვითხრეს. ჩაფიძის კლინიკაში ტომოგრაფია გადაუღეს, სადაც მარშავას ბრალეულობა დამტკიცდა. დაურეკეს მარშავას, მან აღიარა, რომ ეს ყველაფერი იცოდა და გამოასწორებდა ხელახალი ოპერაციის გაკეთებით, როგორც იქნა, ღუდუშაურის საავადმყოფოში მოვხვდით ნაცნობის დახმარებით, სადაც ვიღაც ზურამ მიგვიღო. აქაც თანხაზე წავიდა საუბარი, დღეში 1500 ლარს ითხოვდნენ, ან ამ თანხებზე ოთარ მარშავას გარანტიას ითხოვდნენ, რადგან შეცდომები მისი დაშვებული იყო. ავადმყოფს ნაოპერაციევი მეოთხედ ამოუკერეს, შემდეგ კაბინეტში შეგვიყვანეს და დაიწყო თანხებზე ვაჭრობა: _ თუ თქვენ 2200 ლარს გადაიხდით, პაციენტს დავაწვენთ და მკურნალობას გავაგრძელებთ, თუ არადა მიბრძანდითო.

ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს. ექიმის გულგრილობა ტრაგედიით დასრულდა.

 

 

პაციენტი ერთი ღამით მოათავსეს აქ. ღამის სამ საათზე მარშავა მივიდა ამ სააავადმყოფოში, იქ ისე შევიდა, რომ დაცვასაც არ შეუმჩნევია. კლინიკიდან შეგვატყობინეს, რომ მარშავა თავის თავზე იღებდა ყველაფერს და ისევ თბილისიდან ქუთაისში ითხოვდა პაციენტის მიყვანას, რეანომობილის ხარჯებს კი თავის თავზე იღებდა. სხვა რა გზა გვქონდა, პაციენტი ქუთაისში ჩავიყვანეთ და ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს. 13 იანვარს გამოდის დირექტორი ნასვამი და გვეუბნება, რომ პაციენტს ოპერაცია უკეთდებაო, 7 საათი იმყოფებოდა ავადმყოფი ამ მდგომარეობაში საოპერაციო მაგიდაზე, როცა გვეუბნებოდნენ ყველაფერი კარგად არისო, ამ დროს უკვე გარდაცვლილი ყოფილა, ჩვენ კი არ გვანახეს ჩვენი შვილი.

ოჯახი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „თაიმერი“ ცდილობდა ექიმ ოთარ მარშავასთან დაკავშირებას,მაგრამ იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ამ საკითხთან დაკავშირებით „თაიმერი“ ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს.

 

ფრთხილად პაციენტებო საავადმყოფოს ნაცვლად სასაკლაოზე არ მოხვდეთ.

ლევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს. ექიმის გულგრილობა ტრაგედიით დასრულდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2015 17:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics