ლევან ხაბეიშვილი: არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში , სადაც თბილსელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს

განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ხაბეიშვილი დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით მისი ბრძოლა იყო სიმართლისთვის და არა თანამდებობისა და პირადი მიზნებისთვის.

“პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის მერიაში ვტოვებ ჩემს თანამებობას . 2014 წლის 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს მერიიდან . 3 სასამართლო პროცესის მოგების შემდგომ მე დღეს ვიკავებ განათლების , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცას . ჩემი ერთწლიანი ბრძოლა იყო სიმართლისთვის და ამ სიმართლის აღსრულებისთვის. ჯერ კიდევ 2015 წლის 27 იანვარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა აღვედგინე მერიაში , მაგრამ 7 თვე დამჭირდა , რომ დამტკიცებული სიმართლის აღსრულება მომხდრიყო . ეს ბრძოლა არ იყო ჩემი თანამდებობისთვის და პირადი მიზნებისთვის . ეს ბრძოლა იყო საჯარო მოხელეებისთვის . ყველამ გაიგოს , რომ აღარავინ , აღარასდროს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურდან . ეს იყო ბრძოლა იმის საჩვენებლად , რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როცა მართალი ხარ არცერთი ნაბიჯი უკან ! არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში , სადაც თბილსელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს . ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენა დედაქალაქის მერზე და მის გუნდზე საჯაროა , შესაბამისად ვფიქრობ მარტივი გასაგებია ჩემი გადაწყვეტილება . სიმბოლური იყო ჩემი რამდენიმე სამუშაო დღე . ვეცადე პირადად ამეხსნა კალაძის ცოლისძმისთვის , რომ ახალგაზდა ადამიანი ძალან სერიოზულ შარშია და ფაქტობრივად გროვდება საბუთები , რაც მისი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემის გარანტი იქნება . მივეცი რამდენიმე მეგობრული რჩევა . ვაპირებ განვაგრძო აქტიური მუშაობა “მედიატორის” ფარგლებში და ასე უფრო ეფექტური ვიყო თბილისელებისთვის . პ.ს. ჩემო მეგობრებო მაძლიერებთ და მზად ვარ განვაგრძო ბრძოლა საბოლოო მიზნისკენ”,-განაცხადა ხაბეიშვილმა

ვირუსის ბლოკატორები