27.8 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
banner

ლევან იზორია თავის ძმაზე და ე.წ. ნარუშილოვკის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ "მაესტროს ფაქტორში" განაცხადა, სადაც ISIS-ის სახელით საქართველოს მიმართ გაჟღერებულ მუქარებს გამოეხმაურა. "ჩვენ ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და ეს მუქარა უკავშირდება კონკრეტულად საქართველოს, სერიოზულად აღვიქვამთ. აქ მიდგომა არ არის კონკრეტულად დიფერენცირებული, შესაბამისად, ჩვენ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშირდება რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილებას. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველო მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ტერორისტებისთვის, ეს ასე არ არის. მათი ძირითადი სამიზნე არის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საომარ მოქმედებებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ეს ჩვენ, უწყებას, რომელიც უშუალოდ არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს", – აღნიშნა იზორიამ. მისივე თქმით, თამაზ ჭაღალიძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 12 იანვარს დაიწყო, მურმან პაიჭაძის მიმართვაზე კი _ რამდენიმე დღის წინ. "ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს სერიოზული რეაგირებისთის, თუმცა ეს არ არის საფუძველი პანიკისთვის", - აღნიშნა იზორიამ და ამ საკითხზე გამოძიების გააქტიურების კონტექსტში, მიმდინარე წლის ივნისში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ბორჩაშვილის დაკავების ფაქტი გაიხსენა. ლევან იზორიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. ტერორიზმის წინააღმდეგ პრევენციული ზომების გატარების კონტექსტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მოსმენების თაობაზე პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა და საკონსტიტუციო სარჩელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანაა, სპეცსამსახურებს ჰქონდეთ ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებისთვის, რათა დროულად მოხდეს საფრთხეების პრევენცია".

სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილე ლევან იზორია თავის ძმაზე და ე.წ. “ნარუშილოვკის” სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

თუმცა კითხვაზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაისჯება თუ არა მისი ძმა და მასზე ე.წ. “ნარუშილოვკის” გამცემი პირი, იზორიამ პასუხი არ გასცა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ბაბუნაშვილმა სააგენტო “თაიმერს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და სკანდალური ჩანაწერებიც გადასცა რის შემდეგ, საქართველო დატოვა და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები საინფორმაციო სააგენტო თაიმერს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმაა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბაბუნაშვილი: მერაბიშვილი ამბობდა „ჩესტი“ არ ამიღოთო, ჯანყარაშვილი კი თანამშრომლებს მაგიდაზე ფეხებშემოდებული ელაპარაკებოდა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 52 მილიონ ლარს მიაღწია