ლევან ვასაძე: ქართველი ტელეჟურნალისტი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ნიშნავს ყროყინა, გაუნათლებელ, ცინიკურ ადამიანს

news
ავტ.: news იანვარი 19, 2015 14:12

ლევან ვასაძე: ქართველი ტელეჟურნალისტი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ნიშნავს ყროყინა,  გაუნათლებელ, ცინიკურ ადამიანს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის შეფასებით, ჟურნალისტები მეტ ზიანს აყენებენ საქართველოს, ვიდრე პოლიტიკოსებმა მიაყენეს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ვასაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“ნახეთ, ტელევიზიები (თოქშოუები) როგორ შხამავენ მაყურებელს, ამ ისედაც გაწვალებულ მოსახლეობას ყოველ საღამოს ხალხის ძიძგილაობასა და ერთმანეთის გინებასა და დაცინვას აყურებინებენ, რის შედეგადაც ადამიანს ამგვარი მაზოხიზმისადმი კვაზიჰიპნოტიური, ლამის ნარკოტიკული დამოკიდებულება უჩნდება და კივის – ამას ნუ ამიკრძალავთ, ეს ჩემი არჩევანიაო, ამასობაში კი მას ნიჰილიზმის, პესიმიზმის, ყველაფრისადმი ზიზღისა და შიშის განწყობა ეუფლება. ნებისმიერი სახის გარყვნილებას ნორმად წარმოაჩენენ – ეს ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ საქართველოს, ვიდრე პოლიტიკოსებმა მიაყენეს ბოლო 25 წლის განმავლობაში… სამწუხაროდ, დღეს ქართველი ტელეჟურნალისტი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ნიშნავს ყროყინა, ვითომ ქართულით, თვალების ცეცებით მოსაუბრე, გაუნათლებელ, ცინიკურ ადამიანს, რომელიც მზადაა, იკითხოს – “და რა არის წესიერება?” და “და თქვენ რა უფლება გაქვთ გქონდეთ პრეტენზია, რომ ეს იცით?” და ასე შემდეგ”, – აცხადებს ვასაძე.
ბიზნესმენი შიშობს, რომ “ამ სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობის გამოსწორებას წლები დასჭირდება.
“მე მეცოდება ჩვენი თაობა, რომელიც ეპოქათა და იმპერიათა ცვლისა და ტეხის ცენტრში მოხვდა და ასე აირია და გაწვალდა”, – განმარტავს ბიზნესმენი.

news
ავტ.: news იანვარი 19, 2015 14:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics