ლევან ბერძენიშვილი: მე ვულოცავ, რამდენი დღით იქნება ეგ არ ვიცი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

გიგი უგულავას გათავისუფლებას და პოლიტიკური ბრძოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარ, ლევან ბერძენიშვილი, აცხადებს, რომ გამოკითხვები არ აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გაიმარჯვებს. ბერძენიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მეორე ადგილისთვის იბრძვის.

“ნაციონალები რომ მოიგებენ არჩევნებს, ასეთი მოლოდინები მე კი არა, ნაციონალებსაც არ აქვთ, მაგრამ რას არ იტყვი სიხარულით კაცი. მე ვულოცავ, რამდენი დღით იქნება ეგ არ ვიცი. მაგრამ, ყველა პატიმარს გათავისუფლებას სიამოვნებით ვუყურებ, დაპატიმრება გულს დამწყვეტს,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმერაბ შათირიშვილი: დაგლეჯვის გეშინოდეთ, კოჰაბიტაციის ავტორებო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება