ლევან ბერძენიშვილი: ეტყობა, ჯანსაღად ვერ არიან

news
ავტ.: news მარტი 23, 2015 13:07

ლევან ბერძენიშვილი: ეტყობა, ჯანსაღად ვერ არიან

ცოტა დაბნეული ვარ. ეტყობა, ჯანსაღად ვერ არიან,” – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დღეიდან ისინი მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ.

დეპუტატი ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს.

“აქციაზე ნახსენები იყო, რომ პარლამენტში შეეცდებიან მომხრეების შეკრებას. ცოტა დაბნეული ვარ ნაციონალების ამ განცხადებით. მე მინდა, რომ ქვეყანაში ოპოზიციაში იყოს სერიოზული ძალა. იქნება და მთავრობაშიც ეძებენ მხარდამჭერებს? შეიძლება ვერ იაზრებენ და ჯანსაღად არ არიან. რასაც ისინი ამბობენ, რეალური არ არის,” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

news
ავტ.: news მარტი 23, 2015 13:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics