ლედი გაგა: „მე სიმღერებს კაბის ქვეშ ვწერ“ „იმედი გქონდეთ და ბევრი იმუშავეთ. თქვენი სურვილები აუცილებლად ახდება + ფოტო

ლედი გაგა: „მე სიმღერებს კაბის ქვეშ ვწერ“ „იმედი გქონდეთ და ბევრი იმუსავეთ. ტქვენი სურვილები აუცილებლად ახდება „

1986 წლის 28 მარტს სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტი დაიბადა, რომელსაც მსოფლიო ლედი გაგათი იცნობს. მას ეძახიან მუსიკოსს, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. ის პუბლიკას ყოველ ჯერზე, როცა სხვადასხვა თემებზე საუბრობს, შოკში აგდებს.
„მე ადამიანები მინდა შთავაგონო, ვაჩვენო, რომ შესაძლებელია იყო ის, ვინც გინდა. მუსიკა ეს არის ის, რომელიც საშუალებას მაძლევს ისეთი უცნაური ვიყო, როგორიც სინამდვილეში ვარ“ – თქვა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„თუკი ვინმე გეუბნებათ, რომ სურვილებს ვერასდროს აისრულებთ და ცდილობს საკუთარი ზეგავლების ქვეშ მოგაქციოთ, აჩვენეთ მას თქვენი ბრჭყალები და უთხარით, რომ თქვენ პატარა მონსტრი ხართ და ეშმაკმა დალახვროს, მიაღწევთ იმას, რაც გინდათ“ – ამბობს ლედი გაგა.
მან 4 წლის ასაკში ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, მალე კი მაიკლ ჯექსონის და სიდნი ლოუპერის შლიაგერების გადამღერებაც დაიწყო, რომელსაც ასევე კასეტის მაგნიტაფონზე იწერდა. სიმღერების წერა მოზარდობისას დაიწყო, მაშინ, როცა თეატრალურ წრეზე დადიოდა.
გოგოები მტრულად იყვნენ ჩემს მიმართ განწყობილები იმიტომ, რომ მე ისე არ მეცვა, როგორც მათ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რატომ მომწონდა ასე ჩაცმა. მაგრამ მაინც, როცა საღამოების მთავარი პერსონა ვხდებოდი, ყველა ჩემთან მეგობრობას ცდილობდა.
ლედი გაგა 14 წლის ასაკიდან კლუბებში მღეროდა. ნიუ იორკის უნივერსიტეტში მან ისეთი დისციპლინები შეისწავლა, როგორიც არის სიმღერის შექმნა, გამომსახველობითი ხელოვნება, რელიგია და პოლიტიკა.

http://www.timer.ge/?p=1641116

245689111213 (1)1417181920

 

ვირუსის ბლოკატორები