ლაშა ტუღუში: მედიის თავისუფალების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები

news
ავტ.: news მარტი 25, 2015 12:51

ლაშა ტუღუში: მედიის თავისუფალების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები

მე ვარ ინგას და ეკას მხარეზე, რომელთაც აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა “იმედში” განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
ტუღუში არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ ტელევიზიაში მისვლაზე უარის თქმა ტექნიკური მოსაზრებებით, მედიის საქმიანობაში ჩარევას არ წარმოადგენს.
“მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირი თუ ირიბი, მაგრამ ეს არის ჩარევა და გარკვეული თვალსაზრსით, მედიის შანტაჟი, იძულება, რომ დღის წესრიგი განსაზღვროს არა საკუთარი და საზოგადოების ინტერესებიდან, არამედ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
გაზეთ “რეზონასის” მთავარი რედაქტორის თქმით, პარტიები და დეპუტატები ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ, ამიტომ მათ მეტი პატივი უნდა სცენ მედიას და საზოგადოების ინტერესებს.
რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედის” განცხადებას, ლაშა ტუღუშის შეფასებით, ეს განცხადება აჩენს კითხვას, თუ რამდენად თავისუფალი და ძლიერია მედია.
“არ მგონია, მათ არ ესმოდეთ, რომ ეს არის ჩარევა. სწორედ ამიტომ, ეს არის სიმპტომი ჩემთვის, რომ ყველაფერი კარგად არ არის, მათ შორის, მედიის თავისუფალების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები და ამიტომ ძირშივე ძალიან მკვეთრად, ნათლად უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ პრაქტიკა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეეძლოთ ტაქტიკური მოსაზრებების გამო არ მივიდნენ მედიიაში. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და მკვეთრად უნდა გავაპროტესტოთ. მე ამ შემთხვევაში ვარ ინგას და ეკას მხარეზე, რომელთაც აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთეს”, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

news
ავტ.: news მარტი 25, 2015 12:51