ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეიდან იწყება

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 09:46

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეიდან იწყება

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დღეიდან იწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შემთხვევითი პრინციპით ასამდე კანდიდატს შეარჩევენ, რომლებსაც სპეციალური კითხვარი გაეგზავნებათ.
ეს პროცესი მომდევნო სხდომებზეც გაგრძელდება და საბოლოდ, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში 12 ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო კანდიდატი შეირჩევა. ამის შემდეგ საქმის განხილვა თავიდან დაიწყება.
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
“ნაფიცი მსჯულობის 100 კანდიდატისთვის კითხვარის გაგზავნა მოხდება და 100-დან რამდენიც გამოცხადდება, იქედან რამდენიმე ნაფიც მსაჯულს ავარჩევთ”, – განაცხადა გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა დღეისთვის ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.
გიორგი ოქროპირიძეს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურებოდა, თუმცა მას 9 ივნისს პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 09:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics