ლატვიელმა მამაკაცმა ცოლი ინგლისში ჩემოდნით ჩაიყვანა

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 12:58

ლატვიელმა მამაკაცმა ცოლი ინგლისში ჩემოდნით ჩაიყვანა

მაშინ როცა ზოგიერთი ტერორისტი ევროპაში თავისუფლად გადაადგილდება და მოქალაქეობასაც ადვილად იღებს, ლატვიელი ბოგდან კროიტორის (რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების უფლება ჰქონდა) ცოლს ინგლისში ჩასვლაზე ორჯერ ოფიციალურად უარი ეთქვა.

ორიოდე თვის წინ, კროიტორი საფრანგეთში ქალაქ კალეში ჩავიდა, სადაც მას მონატრებული ცოლი ელოდა. ცოლმა ქმარს ლონდონში მალულად, ჩემოდნით წაყვანა შესთავაზა და დაიყოლია კიდეც. ისინი საფრანგეთიდან პარომით გაემგზავრნენ და ინგლისის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, კროიტორის ავტომანქანა ქალაქ დუვრთან ინგლისურმა საემიგრაციო პოლიციამ გააჩერა. მანქანის შემოწმებისას პოლიციამ საბარგულში, ჩემოდანში დამალული ქალი აღმოაჩინა. ცოლქმარი მაშინათვე დააკავეს.

ცოტა ხნის წინ კი, კროიტერის სასამართლო გაიმართა, სადაც მას ჩადენილი კანონდარღვევის გამო, 2 წლიანი გადავადების უფლებით 14 თვიანი პატიმრობა და ასი საათი უფასოდ გაწეული სამუშაოს ჩატარება მიესაჯა. მას აგრეთვე ჯარიმის სახით 400 ევროს გადახდაც მოუწევს, აცხადებს ინგლისური მედია.

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 12:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics