ლატვიელი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა

news
: news იანვარი 8, 2015 22:21

ლატვიელი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა

მნიშვნელოვანი

  • მათი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია კურორტების განვითარების სააგენტოს სამაშველო სამსახურისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

სხვა სტატიები

ლატვიელი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა, – ამის შესახებ “თაიმერს” სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია კურორტების განვითარების სააგენტოს სამაშველო სამსახურისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ლატვიელ ტურისტებს გუდაურში, ფოსტის შენობასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი და საგანგებო შტაბის წევრები დახვდნენ. ტურისტებს სამედიცინო დათვალიერების შემდეგ სასტუმროებში განათავსებენ.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ორი ტურისტი ჯვრის უღელტეხილიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.
რამდენიმე დღეა საქართველოს მთიანეთში დიდთოვლობაა. ქარბუქისა და თოვლის გამო საქართველოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია

news
: news იანვარი 8, 2015 22:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics