ლარი 20 წლის გახდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 10:10

ლარი 20 წლის გახდა

მნიშვნელოვანი

  • ლარი 20 წლის გახდა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ახალი ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი გამოცხადდა. მიმოქცევაში გავიდა - 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები.

სხვა სტატიები

ლარი 20 წლის გახდა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ახალი ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი გამოცხადდა. მიმოქცევაში გავიდა – 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები.
სიტყვა “ლარი”, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად შეირჩა, ძველი ქართული სიტყვაა და ზოგადად განძს, ქონებას ნიშნავს, ხოლო, “თეთრი”, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 200 ლარის ღირსების ბანკნოტი გაუშვა.
1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: “საქართველო”, “საქართველოს ეროვნული ბანკი”, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები და თარიღი, ხოლო უკანა მხარეზე – ინგლისური ენოვანი წარწერები: “GEORGIA” და ნომინალის დასახელება.
ეროვნული 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 28.28 გრამიანი მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორი მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონიაა. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. მისი სარეალიზაციო ფასი 95 ლარია.

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 10:10