ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 7 თეთრით გამყარდა

ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა

lari-dolariეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1.89 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3378 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი 6.9 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი ევრო 2.6204 ლარი ეღირება. უმნიშვნელო გამყარების მიუხედავად, ლარი მაინც გასული თექვსმეტი წლის მინიმუმამდეა გაუფასურებული.

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 26%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე აქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი მაინც შეიძლება გაუფასურდეს, რადგანაც მოკლევადიან პერიოდში მასზე კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.

 

 

წინა სტატიაშიწულუკიანი: ენმ სიცოცხლისთვის საშიშ ნივთებს იუსტიციის სახლის სახურავში მალავდა
შემდეგი სტატიაბათუმში დამზადებულ “ოსტრსა” და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს