ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე პარლამენტის კომიტეტში, შესაძლოა სხდომა გაიმართოს

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 14:33

ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე პარლამენტის კომიტეტში, შესაძლოა სხდომა გაიმართოს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე, შესაძლოა, კიდევ ერთი სხდომა გამართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ თემაზე საუბარი გაიმართება, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან, ისე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან.
“ამ თემაზე გვექნება საუბარი როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან. შეიძლება საკომიტეტო მოსმენაც გავმართოთ. ვნახოთ”, – განაცხადა ტყემალაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ხედავს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის პრობლემას, ტყემალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას საკითხის შესწავლამდე ვერ გააკეთებს.

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 14:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics