“ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია”- დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 17:59

“ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია”-  დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე

"ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია,"- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე“ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია”- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე დოლართან მიმართებაში ლარის ახალ მაჩვენებელს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლება არსწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს
“ლარის გაუფასურების მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ნაბიჯები. ცხადია არსებობს პრობლემები ეკონომიკაში, ეს უკვე ნათლად ჩანს. ის, რომ ეკონომიკაში რთული პრობლემები გვაქვს დაადასტურა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელმაც, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა. ექსპორტი 20%-ით დაეცა,”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ლარი ერთ დღეში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად , ხვალიდან, 23 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.95-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 ლარი შეადგინა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 17:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics