ლავროვი: ისლამური სახელმწიფო რუსეთის მთავარი მტერია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 23, 2015 14:58

ლავროვი: ისლამური სახელმწიფო რუსეთის მთავარი მტერია

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთის მთავარი მტერი უწოდა, აშშ -ს სარაკეტო სისტემებს კი - ერთადერთი საშიშროება.

სხვა სტატიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთის მთავარი მტერი უწოდა, აშშ -ს სარაკეტო სისტემებს კი – ერთადერთი საშიშროება.
ინტერვიუში, რომელიც მან რუსელ რადიოსადგურებს მისცა, უკრაინის ერთანობას მხარი დაუჭირა, რომელიც მისი თქმით „მყიფეა.“
ირანისა და რუსეთის პარტნიორობა მინისტრის თქმით, ფაქტობრივად, გამორიცხულია და არარეალურია.
რუსეთს ბარაკ ობამას დიდი იმედი ქონდა, მაგრამ მზად არის ჰილარი კლინტონთანაც ითანამშრომლოს, თუკი ის გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.

რადიო-ინტერვიუში, რომელიც რუსეთის ორ წამყვან რადიოზე გადაიცემოდა, რუსეთის საგარეო სამეთა მინისტრმა თქვა: „ისლამური სახელმწიფო დღესდღეისობით მთავარი მტერია… ასობით რუსეთის მოქალაქე, ასობით ევროპელი, ამერიკელი, დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან მოხალისეები ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვიან. რამდენიმე თვიანი ბრძოლოს შემდეგ, ისინი უკან, საკუთარ ქვეყნებში დასასვენებლად ბრუნდებიან, სადაც დიდი ალბათობით შეუძლიათ იგივეს გაკეთება.“
ლავროვის თქმით, რუსეთისთვის აღმოსავლეთი, მათ შორის ჩინეთი საშიშროებას არ წარმოადგენს. ერთადერთი საშიშროება, მისნიტრის თქმით, აშშ-ს გლობალური ტანკსაწინააღმდეგო სისტემებია, რომელიც „გასაოცრად უახლოვდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის პერიმეტრებს.“
მისი თქმით, აშშ ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას არღვევს: „მათ ტაქტიკური იარაღი ევროპაში აქვთ განთავსებული, დაახლოებით ხუთ ქვეყანაში“.
რუსეთის მიერ ირანისთვის ზენიტური C-300 კომპლექსის რაკეტებით მომარაგება, ლავროვის თქმით, შემაფერხებელი ფაქტორი იქნება იმათთვის, „ვისაც უნდა ირანს დაარტყას. სანამ ისინი ამას იზამენ, აუცილებლად დაფიქრდებიან, მინიმუმ ორჯერ მაინც, ეს გააკეთონ, თუ არა.“
ამასთანავე, ის თვლის, რომ ირანის და რუსეთის სამხედრო პარტნიორობა ფაქტობრივად გამორიცხულია.
უკრაინელ ნადეჟდა სავჩენკოზე საუბრისას, ლავროვმა თქვა, რომ მისი განთავისუფლება, მხოლოდდამხოლოდ ამნისტიით არის შესაძელებელი, რომელიც სასამართლოს შემდეგ უნდა დადგეს. „თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ის დამნაშავეა, ის ამნისტიის ქვეშ მოხვდება“
ლავროვმა კიევს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რამდენიმე რჩევა მისცა.
„ეს ქვეყანა, შესაძლებელი არსებობდეს მხოლოდ, როგორც სახელმწიფო, რომელიც თავისი შემადგენელი ნაწილების მრავალფეროვნებას აღიარებს. ამიტომ, უკრაინამ უარი უნდა თქვას უნიტარული სახელმწოფოს შენარჩუნებაზე,“ ასევე იმისგან, რასაც პრეზიდენტი პოროშენკო და უკრაინა „უკრაინიზაციას“ ეძახიან.
უკრაინის სახელმწიფოებრიობას მან „მყიფე“ უწოდა და თქვა, რომ სამშვიდოებოების კონფლიქტის ზონაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
აშშ-ს რაც შეეხება, ლავროვის თქმთ, მას დადებითი როლის შესრულება შეეძლო უკრაინის კონფლიქტში. შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთი „ნორმანდიულ ფორმატში“ ამერიკის ჩართვაზე, მან თქვა, რომ შეკითხვის ადრესატი ნოლანდია, რომელიც გამოვიდა ინიციატივით მსგავსი ფორმატის შეხვედრები გამართულიყო.
რაც შეეხება ობამა-პუტინის შეხვედრას, ლავროვის თქმით, ის არ იგეგმება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 23, 2015 14:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics