22.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
banner

კულტურის სამინისტროს საგანგებო განცხადება

კულტურის სამინისტრო საგანგებო განცხადება

კულტურის სამინისტრო საგანგებო განცხადებასაქართველოს კულტურის სამინისტრო “ოსკარის” ცერემონიალზე წასული მსახიობების შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს, რომელიც უკვე დაუკავშირდა ქართველ მსახიობებს.

სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსეებთ, რომ “ოსკარის” ცერემონიალზე წასული მსახიობები უამინდობის გამო სტამბულის აეროპორტში ჩარჩნენ.

banner
წინა სტატიაში1 და 2 დოლარიანი კუპიურებს 2016 წლიდან ამოიღებენ.
შემდეგი სტატიადღეს “ნორმანდიული ოთხეულის” სატელეფონო საუბარი გაიმართება