,,კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა”

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 13:07

,,კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებს” ეხმაურება.

გიგაურის თქმით, დღევანდელი მთავრობის მთავარი ამოცანა ეფექტური გამოძიების ჩატარება და წამებაში მონაწილე პირების სამაგალითოდ დასჯაა.

„კარგი რომც იყოს დადგმული ციხის კადრები ეს რას ნიშნავს? რომ გასული წლების დროს ციხეში წამება არ იყო? ან პოლიციელები და პროკურატურა არ ძალადობდა პოლიტიკურ აქტივისტებზე ან განსხვავებული აზრის ადამიანებს არ დევნიდნენ? საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმენებს არ ართმევდნენ ხოლმე წილებს და რიგით მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს? ეფექტური გამოძიების ჩატარება და წამებაში მონაწილე პირების სამაგალითოდ დასჯაა ახლა მთავარი ამოცანა დღევანდელი მთავრობისთვის (და არა საპროცესოების გაფორმება მათთვის). ასევე იმათი დასჯა ვინც საცოდავი ადამიანების წამების კადრებს ავრცელებენ და მათ უფლებებს არღვევენ და მათ უზომო ტკივილს აყენებენ. ეს ყველაფერი საჭიროა. იმისთვის რომ ამ ქვეყანაში მსგავსი რამე აღარ განმეორდეს – თუ ვინმე ჩაიდენს ზუსტად იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება. ციხეში ენჯოების ალტერნატიული დამატებითი მონიტორინგია გასაკეთებელი და სამართალდამცავების მიერ დანაშაულის ჩადენის გამოსაძიებლად შსს-გან დამოუკიდებელი მექანიზმია შესაქმნელი. პოლიციაში და პროკურატურაში კი ძველი “მნიშვნელოვანი” გამოცდილების მქონე კადრების შენარჩუნებაც არ არის საჭირო. თორემ კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა და მონიტორინგის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შემაკავებელ მექანიზმს არ შექმნი“, – წერს გიგაური

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 13:07

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics