,,კრიზისიდან მშრალად გამოსვლა არ გამოვა,, – რომან გოცირიძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2015 00:32

,,კრიზისიდან მშრალად გამოსვლა არ გამოვა,, – რომან გოცირიძე

,,მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა. წამყვანი კომერციული ბანკების (რეალურად მათი კლიენტების) ტრანსაქციების გასაჯაროებას ითხოვს და ამით უნდა ლარის გაუფასურებაში ახალი განტევების ვაცი გამოძებნოს.
საგარეო ფაქტორის არგუმენტი არ გამოდგა დამაჯერებელი. ახლა საშინაოს ეძებენ, ოღონდ არა იქ, სადაც საჭიროა. თუ კარგად მიმოთხრიან, დამარხულ ძაღლის თავს მალევე მიაგნებენ. თითო ცალს თითქმის ყველა სამინისტროში.
ფინანსთა სამინისტროში თხრაც არაა საჭირო, ზედაპირზევე დევს( ბიუჯეტი), ისევე როგორც ენერგეტიკაში( ტარიფები).
მთავრობისათვის მნიშვნელოანი გახდა არა პრობლემის მოგვარება, არამედ კრიზისიდან მშრალად გამოსვლა.
არ გამოვა!,, წერს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2015 00:32