კრემლის კომენტარი სააკაშვილის გამონათქვამებზე The Independent-ში …

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2015 16:02

კრემლის კომენტარი სააკაშვილის გამონათქვამებზე The Independent-ში …

მნიშვნელოვანი

  • ჟურნალისტებმა კრემლში კომენტარი სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, The Independent-ში გამოქვეყნებულ სააკაშვილის ინტერვიუზე, სადაც ის პრეზდენტ პუტინის დამოკიდებულებაზე საუბრობს საქართველოს, უკრაინის და ბალტიისპირეთის მიმართ...

სხვა სტატიები

ჟურნალისტებმა კრემლში კომენტარი სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, The Independent-ში გამოქვეყნებულ სააკაშვილის ინტერვიუზე, სადაც ის პრეზდენტ პუტინის დამოკიდებულებაზე საუბრობს საქართველოს, უკრაინის და ბალტიისპირეთის მიმართ…

,,ალბათ ყველამ იცის, თუ რამდენად შეიძლება ენდო სააკაშვილს… ეს კარგად იციან მის ქვეყანაში, სადაც ის ვერ ჩადის… ეს იციან სხვა ქვეყნებშიც და რუსეთში მათ შორის,,  განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს The Independent-ში გამოქვეყნებულ  ინტერვიში, სააკაშვილმა ილაპარაკა თავის ხანგრძლივ საუბრებზე პრეზიდენტ პუტინთან, სადაც აღნიშნა, რომ პუტინმა მასთან სამი მთავარი რამ დააფიქსირა… ,,პირველი: საქართველოსგან მას ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსი ქვეყნის შექმნა სურს; მეორე: უკრაინა ქვეყანა არაა… ის ტერიტორიაა; მესამე: ბალტიისპირეთის ქვეყნები დამოუკიდებლები არ არიან.,,განაცხადა ოდესის გუბერნატორმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პუტინი პატივს არ სცემს ქვეყნის საზღვრებს და ის გააგრძელებს წინ წაწევას… ,,მე 2008 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ უკრაინა იქნებოდა შემდეგი… ახლა კი  ბალტიისპირეთი რიგი შეიძლება დადგეს,, განაცხადა სააკაშვილმა.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2015 16:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics