“კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი…”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 19, 2015 14:24

“კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი…”

კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი... ვინ არის პირველი კაცი... რომელია პირველი ლედი... ქვეყანას ორი პირველი კაცი და ამდენივე პირველი (ოფიციალურად მაინც) ლედი ჰყავს. დიდი ევროპიდან და ასევე დიდი ამერიკიდანაც მდგომარეობის შესაბამისად ორი პირველისთვის ორი მოსაწვევი მოდის: დიდ ღონისძიებებს პატარა ქვეყნის ორი დიიიდი კაცი უნდა დაესწროს... ჯერ არავინ დასვა კითხვა ჩვენში თუ არსებობს „ლედი“ (ნომერს ამჯერად არა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა) რატომ არ არსებობს ჯენლტმენი? ქართულად კაცი უფრო ჟღერადია ვიდრე ჯენლტმენი და ლედი უფრო პრესტიჟული ვიდრე ქალი? და არის გაუთავებელი დავა - რომელია პირველი კაცი და პირველი ლედი. ვიღაცა კონსტიტუციას აფრიალებს, ვიღაცა რაღაც დებულებას, ვიღაცა თავის შეხედულებებისამებრ „ასკუპებს“ პირველ სკამზე ან კაცს ან ლედის! რეალობაში ქართველობას, „პო ბოლშომუ“ ამათი პირველობა ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ სწორედ ამ სეირით „მივდივართ წინ“, პური არ არის, სამაგიეროდ სანახაობა იცოცხლე, ოხრად გვაქვს. და მოდის 2016 წელი... კონსტიტუციით პირველი პირველი თავის გადასარჩენად პატრიარქს და ბიძინა ივანიშვილის ვაჟს ანათლინებს თავის ვაჟს, პირველი მეორე „აქამდე ვერ ქაჩავს“, „ვიწრო წრით“ კმაყოფილდება, ვაითუ, უარი უთხრან, მერე სად წავიდეს? მოკლედ, კარგი რამაა პირველკაცობა, „დილით“ რომ ქალს აგინებ „საღამოს“ მინისტრად დანიშნავ და თან იტყვი - ეს ის არ იყო, რაც თქვენ გეგონათო, სამაგიეროდ, შენც კმაყოფილი იქნები, ქალიც, მისი ქმარიც, ძია სემიც და ისიც, ვისი არ ითქმის სახელი, მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა... აი, „ის“, კონსტიტუციით პირველი მეორე „დაგიპადაჩებს“ და შენგან ვითომ დანგრეული კოჰაბიტაციის „ძემოტრაკიულ“ მშენებლობაში უმნიშვნელოვანეს აგურს დადებს - კაკო ბობოხიძის ძმას შეიწყალებს! აი, ის ქალი კი, ერთხელ რომ აგინე, სასამართლოს დასრულებამდე სფინქსივით იმ ადამიანებს აღადგენს სამსახურში, პროკურატურა რომ ბიუჯეტის ფულს ედავება და პროკურორს წყალს შეუყენებს. პროკურორი რა სახსენებელია, ეგ იმდენად „რბილია“ პლასტელინი მიმიქარავს, მაგრამ პროკურორია და შენ რომ მინისტრი ხარ პროკურორს მაინც უნდა სცე პატივი, სასამართლო და კონსტიტუცია თუ ფეხებზე გკიდია. მაინც რა იყო ეს არაა? რესპი მინისტრი რესპი მართლმსაჯულების სიმბოლოს წინააღმდეგ! აი, „ძემოტკარია“ ამას ჰქვიან, უბრალოდ ჩვენ ვართ ველურები და კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი... ეს ისე, ასე ვთქვათ შესავლისათვის, „ტინგიცს“ თუ მოვრჩებით და სერიოზულად „ჩავხედავთ თვალებში მეგობარს“, შეიძლება რამე ისეთიც კი დავინახოთ რისი დავიწყებაც არ ღირდა და რაკი მაინც, რაკი ჩვენ „კლოუნიადა“ გვხიბლავს, ერთი „სასეირო“ ამბავი მინდა შეგახსენოთ, რომლის დავიწყება არ ღირდა, მიუხედავად იმისა რომ არსებობის არც თუ ისე დიდ დროს მოიცავს... მოკლედ, ბოლო დროს სექტემბერს ველოდებით გულისფანცქალით და არა მხოლოდ აგრილების იმედით, როგორც ამბობენ, სექტემბერში „ზემოთ“ ბევრი რამ შეიცვლება, ზოგ მინისტრს უთავოდ დატოვებენ, ზოგ უთავოს კი თავს დაადგამენ. პირველი პირველიც არ იქნება კარგ დრეშიო, იმასაც ამბობენ. ისიც თქვეს ნათლობის შემდეგ დაუძახეს და უთხრეს - ეს ვერ გადაგარჩენსო. მოკლედ, ლარის კურსივით არიან პირველი პირველის წრეში, ძალიან ქვემოთ და ოდნავ ზემოთ, გარემოების მიხედვით. პირველი მეორე კი ხან ვეტომანიას თამაშობს ხან კიდევ ტურისტომანიას... სხვა დროს სხვაგვარად იყო, რეფორმები, რეფორმები და რეფორმებიო, ისმოდა ყველგან, ყველა წრეში და ყველა ასპექტში... მაგალითად, შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს, წარმატებულ რეფორმად ციხე-კოლონიებში კონცერტების ჩატარება და ტაშ-ფანდური იყო აღიარებული, სააკაშვილის უისტიციის მინისტრობის დროს სახელშეცვლილ დაწესებულებებში ბიბლიოთეკის გახსნა (რომელიც არასდროს ფუნქციონირებდა) ან დაწესებულებებიდან ჯართის სახით დანადგარების გატანა-გაყიდვა გამოცხადდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი სასჯელაღსრულების ადგილების რეფორმას ავტომატების კაკანს და საპატიმროების „ყვარყვარეს ციხედ“ გადაქცევას ეძახდნენ, სწორედ ამ „რეფორმამ“ მოიტანა „ცოცხების რევოლუცია“ და რაც არ უნდა ითქვას ე.წ. ციხის კადრების შესახებ, გინდ დადგმული სპექტაკლი იყოს და გინდ ჩაფიქრებულ-ჩასაფიქრებელ-განსახორციელებელ-განხორციელებული, ფატია - ციხის კადრები რომ არა, ევროპა და ამერიკა ქართულ საპატიმრო სივრცეს დოგმატურად (ან თუ გნებავთ უაპელაციოდ) „ყველაზე მაღალხარისხიანად“ აღიარებდნენ. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეფორმა სამართლიანობის სახელით შევიდა „დახურულ სივრცეში“, სამართლიანობის პირველი ნაბიჯის გამოხატულებად პოლიტპატიმრების სტატუსი და 200-მდე ადამიანის გათავისუფლება იქნა აღიარებული. მართალია, მეორე ეტაპი გათავისუფლებული პირებისათვის ნასამართლეობის მოხსნა და მათი საქმეების გადასინჯვა აუხდენელ ოცნებად დარჩა, მაგრამ ხელისუფლება დღემდე სამართალზე როცა საუბრობს, 200 კაცის გათავისუფლებაზე აპელირებს. ასევე აუხდენელ ოცნებად დარჩა სამართლიანობის შემდეგი საფეხური - ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, ამიტომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩარჩენილი პატიმრების იმ დიდ რაოდენობას, რომლებიც უსამართლობას სააკაშვილის რეჟიმის დროს აპროტესტებდნენ, სამართლიანობის აღმსრულებლად მხოლოდ შეწყალების კომისია და ვადაზე ადრე გათავისუფლება დარჩათ. ხელისუფლება ირწმუნება რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი კარგად მუშაობს, მართალია შედეგი რადიკალურად საპირისპიროა, მაგრამ „როცა ძალა აღმართს ხნავს“ ოთხ კედელში გამოკეტილებს შეწყალების კომისიის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ! რა ხდება შეწყალების კომისიაში? 2014 წლის 27 მარტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანება N120-ს „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელითაც შეცვალა მისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის N277 ბრძანება. პირველი მეორის ბრძანებას წინ, 2013 წლის 26 ნოემბერს, უსწრებდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის დანიშვნა. ალეკო ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი და როგორც „თბილისის ჰამქარის“, ძველი თბილისის დამცველის სახელით იყო ცნობილი და კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომ მის დანიშვნას ბევრი „შიგნით“ და ასევე ბევრი „გარეთ“ მომავლის იმედით შეხვდა. პირველი რაც ყოფილმა ჟურნალისტმა დანიშვნისთანავე გაასჩივრა იყო შეწყალების კომისიის დებულება და ერთ ინტერვიუში თქვა: „ობიექტური ვიქნები, მიუხედავად იმისა, ნაცნობები და მეგობრები ყველას ჰყავს საპატიმროებში და მათ შორის მეც. ობიექტურობას პირველ რიგში განაპირობებს კრიტერიუმები, რომლის საშულებითაც უნდა მოხდეს საქმეების გაფილტვრა. დებულებაში არის რამდენიმე ხვრელი და ისეთი მუხლი, რომელიც ორმაგი წაკითხვის საშულებას იძლევა, ეს უნდა გამოსწორდეს. მე არ მაქვს უფლება ღიად გავახმოვანო, თუმცა დებულებაში არის მუხლი, რომელიც ყველა კრიტერიუმს გამოირცხავს და ხაზს უსვამს, წყალში ყრის ამ კრიტერიუმებს და საერთოდ აზრს უკარგავს ამ კრიტერიუმების არსებობას“. მიუხედავად ამისა, დებულებაში არაფერი შეცვლილა, ის დღესაც იმ სახით მოქმედებს, რა სახითაც მარგველაშვილმა დაამტკიცა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემებისათვის მიცემულ ინტერვიუებსა და კომენტარებში ცალსახად იკვეთება პოზიცია, მისი განცხადადებით არის უამრავი პატიმარი, რომელთაც მისჯილი აქვთ 30 წელი და მათთვის დახმარება აუცილებელია. იმხანად ელისაშვილმა განაცხადა რომ კომისიამ შეცვალა კრიტერიუმები და ახლა აღარ არის საჭირო ნახევარი სასჯელის მოხდა, წაყენებული ბრალის კიდევ ერთხელ აღიარება (შეწყალების ტექსტში პატიმარს აუცილებელი იყო მიეთითებინა ვაღიარებ და ვინანიებ) და უვადო სასჯელმისჯილებს შეეძლებათ 15 წლიანი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ მიმართონ კომისიას. ამ კრიტერიუმების შემუშავებას კომისიამ თითქმის 6 თვე შეალია. თქმა იმისა რომ რა მნიშვნელობა აქვს უვადო პატიმარს 15 თუ 25 წლის შემდეგ შეეძლება მიმართოს კომისიას, ადვილია, მაგრამ უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი რომ არის ეს ინიციატივა, ალბათ ბევრი დამეთანხმება. სხვა თემაა სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეას - ყველანი ციხეში, ბევრი უსამართლო განაჩენი რომ „ერთვის თან მტკიცებულებად“ და სხვა თემაა ისიც, რომ მათ უმრავლესობა სამუდამო ან მრავალწლიანი საპატიმრო ვადით იხდის სასჯელს. ასეთი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი გამოსავალი იყო სწორედ ხარვეზების დამდგენი კომისია, რომლის შექმნას მდუღარე წყალი გადაასხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. პირველი გაურკვევლობა: ხელისუფლება, რომელიც ხელისუფალი გარდა იმისა, რომ ხალხს ნაციონალები ყელში ჰყავდა ამოსული, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში მილიარდელი ჩაერთო და მისი ხათრით ხალი „ბოსტანში ჩარჭობილ ჯოხსაც“ დაუჭერდა მხარს, „ცოცხების ფრიალის“ შედეგადაც მოვიდა ქვეყნის სათავეში და „ცოცხების მადლი“ „მეოცნებეებისათვის“ ფასდაუდებელიც და დაუვიწყარიც უნდა იყოს წესით. ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი დღევანდელი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, საჭირო დროს, საჭირო მომენტში სასჯელარსრულების დაწესებულებებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე აპელირებდა და ხაზგასმით ამბობდა, რომ ციხეში ადამიანების დიდი ნაწილი უსამართლო სასჯელებით იყვნენ მოხვედრილი. სტატისტიკურად საქართველოში იმაზე მეტი დიდსასჯელიანი (უვადო, 30-40 წელი) პატიმარი ზის, ვიდრე სხვა ნებისმიერ მესამე (მეოთხე, მეხუთე და ა.შ. თუკი ასეთიც არსებობს) ტიპის ქვეყანაში. და, როცა, ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებ, ადამიანებს უკანონოდ მიუსაჯეს დიდი სასჯელიო, ხელისუფლებაში მოსულმა ვადები არ უნდა დაუდგინო ამ ადამიანებს. შემდეგი: მარგველაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში მერვე მუხლი გვამცნობს: ა) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება; ბ) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება – სასჯელის ვადის შემცირება.“ ერთ პატიმარს ვერ მოძებნის დაინტერესებული პირი, რომელსაც ეს მუხლი შეეხო. ანუ, გამოდის რომ მარგველაშვილმა ისეთივე უმოქმედო ბრძანება (ჩანასახშივე მკვდარი) მიიღო როგორიც თავადაა, არშემდგარი პირველი პირველი... კარგით, ჩვენ ამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან რაც ახლა რეალობაა და თავი დავანებოთ ოცნებას, სამართლიანობის დადგენა-აღდგენის შესახებ! წესიერ ქვეყანაში იურისპრუდენცია ფაქტებზე, მოცემულობებზე და სიზუსტეზეა დამყარებული. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩავთვალოთ რომ 15 წლის შემდეგ ე.წ. უვადო პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ შეწყალების კომისიას. საინტერესოა, ეს ვითარება ეხებათ თუ არა იმ უვადო პატიმრებს, რომელთაც 15 წელი მოხდილი აქვთ? შევადნაძის პერიოდშიც ხომ იჭერდნენ ადამიანებს და უსჯიდნენ უვადო პატიმრობას? და ყველაზე მთავარი, საქმე ისაა, რომ მძიმე (განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულისათვის 5 წელზე მეტი შეფარდებისას მსჯავრდებულმა ისევე უნდა მოიხადოს სასჯელის ნახევარი, როგორც ეს ადრე იყო დადგენილი. ასევე მსჯავრდებულებმა, რომელთაც 5 წელზე ნაკლები აქვთ შეფარდებული სასჯელის მესამედი უნდა მოიხადონ! ამ პუნქტში ამოიღეს სააკაშვილისეული ერთადერთი ფრაზა - პირველი ნასამართლეობა! როგორია პრაქტიკა? თითქმის არ არსებობს პატიმარი, რომელიც არ არის ორი ან მეტი მუხლით გასამართლებული! რა გამოდის? ბრძანება ბრძანებისათვის დაიწერა? ისიც ხომ ფაქტია, რომ 5 წელზე ნაკლებს მოსამართლეები მხოლოდ იმ პატიმრებს უსჯიდნენ ვისთანაც პროკურატურა აღიარების სანაცვლოდ საპროცესოს აფორმებდა? ანუ, მარგველაშვილის ბრძანება ადამიანს რომ შეეხოს, აღიარება სავალდებულოა და ეს სხვათაშორის ბრძანებაშიც არის მითითებული, მეცხრე მუხლში ვკითხულობთ: „შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება: ა) აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნული თავისებურებები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“ ანუ აღიარება ყვლა ვარიანტში საჭიროა!! ისმის ბუნებრივი კითხვა - ვინ მოატყუა პატიმრები (და მათი ოჯახები)? მარგველაშვილმა თუ ელისაშვილმა, ან შეიძლება თუ არა დავუშვათ რომ ელისაშვილმა ამ მუხლის შესახებ არაფერი იცოდა? აქ ჩნდება შემდეგი კითხვა - თუ არ იცოდა, მაშ რა უნდოდა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე? იცის თუ არა ამის შესახებ, ასევე ჟურნალისტმა და ამჯერად კომისიის თავმჯდომარემ, კაკო ბობოხიძის ძმის შეწყალების სიაში შემყვანმა (ეს იმ დროს, როცა ასობით ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის არაადექვატური სასჯელით რომ ზის წლებია ელოდება „უდოს“), ზვიად ქორიძემ? და თუ იცის რას აკეთებს ანთუ არ იცის მაშინ რა იცის ზოგადად ნაციონალების მხარდაჭერის გარდა?! შემდეგი: მარგველაშვილის ამ ბრძანებით ინფორმაცია პატიმრისათვის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეგზავნება 5 სამუშაო დღეში, თუმცა ასობით პატიმარს არავინ უხსნის რა მიზეზით ეუბნებიან მათ შეწყალებაზე უარს. სააკაშვილის დროს პატიმარს განმეორებით კომისიისათვის მიმართვა შეეძლო სამ თვეში, ახალი ბრძანებით 4,5 თვეში და კომისია ამ განცხადებას 6 თვის შემდეგ განიხილავს. ახალი კრიტერიუმებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შეწყალების დროს მხედველობაში მიიღება „ფსიქიკური განვითარეის დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები“, ანუ მშიერი, ტიტველი, უსახლკარო, უბედური ბავშვი ღირსი არაა შეიწყალონ და ციხეში უნდა დალპეს?! მსგავსმა ბავშვმა, ისევე როგორც გონებასუსტმა დათო მწარიაშვილმა, რომელმაც მშიერმა მოიპარა 1 პაჭკა პეჩენია და სასამართლომ ამისათვის იუსაჯა 2 წელი და 1 ჭიქა კომპოტისათვის ბიძა მოკლაო რომ ამბობენ „ატ ზვანკა დო ზვანკა“ უნდა მოიხადოს 9 წელი? შეწყალების ღირსი არაა გიორგი „კრიალიკა“, რომელმაც მოიპარა ანტიბიოტიკი, მარტოხელა დედის პნევმონიისაგან გადასარჩენად? ელისაშვილის კომისიამ 95 პატიმარი შეიწყალა, 400-ზე მეტ პატიმარს უარი ეთქვა შეწყალებაზე. „თუ არსებული კრიტერიუმებით მუშაობენ, კომისიამ რატომ არ გვაცნობა რის საფუძველზე არ შეგვიწყალეს მე და ჩემი შვილი? მე გავეცანი ჩემი შეწყალების დახასიათებას, რომელსაც არც კი აქვს თარიღი, რადგან ის არსად არ გაუგზავნიათ, მე დამაწერინეს თხოვნის სამი ეგზემპლარი, რისთვის ჭირდებოდათ მათ სამი ეგზემპლარი? დახასიათების თანახმად მე თურმე მყავს დედა და ძმა, არადა დედაჩემი გარდაიცვალა 2007 წელს, ხოლო ძმა არასდროს მყოლია! ყველა პატიმარს დახასიათებაში უწერენ შაბლონურ ტექსტებს. მე, ისე როგორც ჩემი შვილი, თურმე ვმეგობრობთ დადებითად ორიენტირებულ პატიმრებთან და ვღებულობთ მონაწილეობას ინდივიდუალურ ღონისძიებებში. საჯაროდ ვაცხადებ - მე ვარ დახურულ სისტემაში, საკანში შვილთან ერთად, არსად გავდივარ, ან ვის უნდა ვემეგობრო და რა ღონისძიებაში უნდა მივიღო მონაწილეობა? - აცხადებს 30 წლიანპატიმრობა მისჯილი ჯიმშერ ჩაჩიბაია, - თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ მთავარი პროკურატურა ადებს ე.წ. დაუმორჩილებელი პატიმრების პირად საქმეებს (ვინც არავინ ჩაუშვა იმათზეა საუბარი) სპეციალურ გრიფს. ასეთი გრიფი ნიშნავს რომ მთავარი პროკურატურის ბრძანებით პატიმარზე არ ვრცელდება შეწყალება, ვადაზე ადრე გათავისუფლება და მათ გაატარებინებენ მთელ სასჯელს ე.წ. კრიტში, არაადამიანურ პირობებში. მე და ჩემს შვილს გვაჩვენეს გრიფი ჩვენს საქმეებზე და დირექტორის მოადგილემ გვითხრა: არ იდარდოთ ნახევარი ზონა ასეაო. ანუ „დამშვიდების“ საფუძველი გვაქვს“ შეწყალების გარდა არის ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, მუდმივმოქმედ კომისიას ახლა ხელმძღვანელობს გრიგოლ გიორგაძე, რომელიც ვერ ასცდა სუბარის მოადგილეობას, სახალხო დამცველის მოადგილე იყო, ახლა მინისტრის მოადგილეა, თუმცა „იმედში“ იურიდიული სამსახურის უფროსად „იმედი“ რომ დაარბიეს მას შემდეგ გადავიდა, საინტერესო „პრიჟოკია“, არა? კომისიის წევრი არის ეკა ბესელია. აპრილში გიორგაძემ გამოაცხადა რომ გათავისუფლდა 73 პატიმარი და განხილული იყო 900 საქმე, ანუ გაათავისუფლეს მხოლოდ 8,1% პატიმარი, რომელთაც სსკ-ს 72-ე მუხლის თანახმად ეკუთვნოდათ გათავისუფლება. რას ნიშნავს ის ფაქტი რომ 91,9% პატიმარს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, ეს სტატიის მკითხველებმა შეაფასონ. ორი წლის წინანდელი სტატისტიკა: დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული საბჭოს (იმჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა ბაკურაძე, ამავე დროს გენინსპექციის სარევიზიო სამმართველოს უფროსი) ცნობით N2 დაწესებულებაში 86 პატიმარს უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული საბჭოს (იმჟამინდელი თავმჯდომარე ალესანდრე დარახველიძე) ცნობით N16 დაწესებულებაში 109 პატიმარს ეთქვა უარი გათავისუფლებაზე, მათ შორის უკვე გათავისუფლებულ გოროზიას. საბჭოს სხდომები ტარდებოდა ორ თვეში ერთხელ, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის გიორგაძის სიტყვას თუ ვენდობით (და რატომ არ უნდა ვენდოთ?) დაახლოებით 30 ათას პატიმარს ეთქვა უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 18 თვეში, ხოლო ამავე პერიოდში კომისიამ გაუშვა 3 000 პატიმარი, ანუ საშუალოდ თვეში 166 პატიმარი... კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი…
ვინ არის პირველი კაცი…
რომელია პირველი ლედი…
ქვეყანას ორი პირველი კაცი და ამდენივე პირველი (ოფიციალურად მაინც) ლედი ჰყავს.
დიდი ევროპიდან და ასევე დიდი ამერიკიდანაც მდგომარეობის შესაბამისად ორი პირველისთვის ორი მოსაწვევი მოდის: დიდ ღონისძიებებს პატარა ქვეყნის ორი დიიიდი კაცი უნდა დაესწროს…
ჯერ არავინ დასვა კითხვა ჩვენში თუ არსებობს „ლედი“ (ნომერს ამჯერად არა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა) რატომ არ არსებობს ჯენლტმენი? ქართულად კაცი უფრო ჟღერადია ვიდრე ჯენლტმენი და ლედი უფრო პრესტიჟული ვიდრე ქალი?
და არის გაუთავებელი დავა – რომელია პირველი კაცი და პირველი ლედი. ვიღაცა კონსტიტუციას აფრიალებს, ვიღაცა რაღაც დებულებას, ვიღაცა თავის შეხედულებებისამებრ „ასკუპებს“ პირველ სკამზე ან კაცს ან ლედის!
რეალობაში ქართველობას, „პო ბოლშომუ“ ამათი პირველობა ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ სწორედ ამ სეირით „მივდივართ წინ“, პური არ არის, სამაგიეროდ სანახაობა იცოცხლე, ოხრად გვაქვს.
და მოდის 2016 წელი…
კონსტიტუციით პირველი პირველი თავის გადასარჩენად პატრიარქს და ბიძინა ივანიშვილის ვაჟს ანათლინებს თავის ვაჟს, პირველი მეორე „აქამდე ვერ ქაჩავს“, „ვიწრო წრით“ კმაყოფილდება, ვაითუ, უარი უთხრან, მერე სად წავიდეს?
მოკლედ, კარგი რამაა პირველკაცობა, „დილით“ რომ ქალს აგინებ „საღამოს“ მინისტრად დანიშნავ და თან იტყვი – ეს ის არ იყო, რაც თქვენ გეგონათო, სამაგიეროდ, შენც კმაყოფილი იქნები, ქალიც, მისი ქმარიც, ძია სემიც და ისიც, ვისი არ ითქმის სახელი, მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა…
აი, „ის“, კონსტიტუციით პირველი მეორე „დაგიპადაჩებს“ და შენგან ვითომ დანგრეული კოჰაბიტაციის „ძემოტრაკიულ“ მშენებლობაში უმნიშვნელოვანეს აგურს დადებს – კაკო ბობოხიძის ძმას შეიწყალებს! აი, ის ქალი კი, ერთხელ რომ აგინე, სასამართლოს დასრულებამდე სფინქსივით იმ ადამიანებს აღადგენს სამსახურში, პროკურატურა რომ ბიუჯეტის ფულს ედავება და პროკურორს წყალს შეუყენებს. პროკურორი რა სახსენებელია, ეგ იმდენად „რბილია“ პლასტელინი მიმიქარავს, მაგრამ პროკურორია და შენ რომ მინისტრი ხარ პროკურორს მაინც უნდა სცე პატივი, სასამართლო და კონსტიტუცია თუ ფეხებზე გკიდია. მაინც რა იყო ეს არაა? რესპი მინისტრი რესპი მართლმსაჯულების სიმბოლოს წინააღმდეგ! აი, „ძემოტკარია“ ამას ჰქვიან, უბრალოდ ჩვენ ვართ ველურები და კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი…
ეს ისე, ასე ვთქვათ შესავლისათვის, „ტინგიცს“ თუ მოვრჩებით და სერიოზულად „ჩავხედავთ თვალებში მეგობარს“, შეიძლება რამე ისეთიც კი დავინახოთ რისი დავიწყებაც არ ღირდა და რაკი მაინც, რაკი ჩვენ „კლოუნიადა“ გვხიბლავს, ერთი „სასეირო“ ამბავი მინდა შეგახსენოთ, რომლის დავიწყება არ ღირდა, მიუხედავად იმისა რომ არსებობის არც თუ ისე დიდ დროს მოიცავს…
მოკლედ, ბოლო დროს სექტემბერს ველოდებით გულისფანცქალით და არა მხოლოდ აგრილების იმედით, როგორც ამბობენ, სექტემბერში „ზემოთ“ ბევრი რამ შეიცვლება, ზოგ მინისტრს უთავოდ დატოვებენ, ზოგ უთავოს კი თავს დაადგამენ. პირველი პირველიც არ იქნება კარგ დრეშიო, იმასაც ამბობენ. ისიც თქვეს ნათლობის შემდეგ დაუძახეს და უთხრეს – ეს ვერ გადაგარჩენსო. მოკლედ, ლარის კურსივით არიან პირველი პირველის წრეში, ძალიან ქვემოთ და ოდნავ ზემოთ, გარემოების მიხედვით. პირველი მეორე კი ხან ვეტომანიას თამაშობს ხან კიდევ ტურისტომანიას… სხვა დროს სხვაგვარად იყო, რეფორმები, რეფორმები და რეფორმებიო, ისმოდა ყველგან, ყველა წრეში და ყველა ასპექტში… მაგალითად, შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს, წარმატებულ რეფორმად ციხე-კოლონიებში კონცერტების ჩატარება და ტაშ-ფანდური იყო აღიარებული, სააკაშვილის უისტიციის მინისტრობის დროს სახელშეცვლილ დაწესებულებებში ბიბლიოთეკის გახსნა (რომელიც არასდროს ფუნქციონირებდა) ან დაწესებულებებიდან ჯართის სახით დანადგარების გატანა-გაყიდვა გამოცხადდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი სასჯელაღსრულების ადგილების რეფორმას ავტომატების კაკანს და საპატიმროების „ყვარყვარეს ციხედ“ გადაქცევას ეძახდნენ, სწორედ ამ „რეფორმამ“ მოიტანა „ცოცხების რევოლუცია“ და რაც არ უნდა ითქვას ე.წ. ციხის კადრების შესახებ, გინდ დადგმული სპექტაკლი იყოს და გინდ ჩაფიქრებულ-ჩასაფიქრებელ-განსახორციელებელ-განხორციელებული, ფატია – ციხის კადრები რომ არა, ევროპა და ამერიკა ქართულ საპატიმრო სივრცეს დოგმატურად (ან თუ გნებავთ უაპელაციოდ) „ყველაზე მაღალხარისხიანად“ აღიარებდნენ.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეფორმა სამართლიანობის სახელით შევიდა „დახურულ სივრცეში“, სამართლიანობის პირველი ნაბიჯის გამოხატულებად პოლიტპატიმრების სტატუსი და 200-მდე ადამიანის გათავისუფლება იქნა აღიარებული. მართალია, მეორე ეტაპი გათავისუფლებული პირებისათვის ნასამართლეობის მოხსნა და მათი საქმეების გადასინჯვა აუხდენელ ოცნებად დარჩა, მაგრამ ხელისუფლება დღემდე სამართალზე როცა საუბრობს, 200 კაცის გათავისუფლებაზე აპელირებს.

ასევე აუხდენელ ოცნებად დარჩა სამართლიანობის შემდეგი საფეხური – ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, ამიტომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩარჩენილი პატიმრების იმ დიდ რაოდენობას, რომლებიც უსამართლობას სააკაშვილის რეჟიმის დროს აპროტესტებდნენ, სამართლიანობის აღმსრულებლად მხოლოდ შეწყალების კომისია და ვადაზე ადრე გათავისუფლება დარჩათ. ხელისუფლება ირწმუნება რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი კარგად მუშაობს, მართალია შედეგი რადიკალურად საპირისპიროა, მაგრამ „როცა ძალა აღმართს ხნავს“ ოთხ კედელში გამოკეტილებს შეწყალების კომისიის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ! რა ხდება შეწყალების კომისიაში?
2014 წლის 27 მარტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანება N120-ს „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელითაც შეცვალა მისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის N277 ბრძანება. პირველი მეორის ბრძანებას წინ, 2013 წლის 26 ნოემბერს, უსწრებდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის დანიშვნა. ალეკო ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი და როგორც „თბილისის ჰამქარის“, ძველი თბილისის დამცველის სახელით იყო ცნობილი და კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომ მის დანიშვნას ბევრი „შიგნით“ და ასევე ბევრი „გარეთ“ მომავლის იმედით შეხვდა. პირველი რაც ყოფილმა ჟურნალისტმა დანიშვნისთანავე გაასჩივრა იყო შეწყალების კომისიის დებულება და ერთ ინტერვიუში თქვა: „ობიექტური ვიქნები, მიუხედავად იმისა, ნაცნობები და მეგობრები ყველას ჰყავს საპატიმროებში და მათ შორის მეც. ობიექტურობას პირველ რიგში განაპირობებს კრიტერიუმები, რომლის საშულებითაც უნდა მოხდეს საქმეების გაფილტვრა. დებულებაში არის რამდენიმე ხვრელი და ისეთი მუხლი, რომელიც ორმაგი წაკითხვის საშულებას იძლევა, ეს უნდა გამოსწორდეს. მე არ მაქვს უფლება ღიად გავახმოვანო, თუმცა დებულებაში არის მუხლი, რომელიც ყველა კრიტერიუმს გამოირცხავს და ხაზს უსვამს, წყალში ყრის ამ კრიტერიუმებს და საერთოდ აზრს უკარგავს ამ კრიტერიუმების არსებობას“. მიუხედავად ამისა, დებულებაში არაფერი შეცვლილა, ის დღესაც იმ სახით მოქმედებს, რა სახითაც მარგველაშვილმა დაამტკიცა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემებისათვის მიცემულ ინტერვიუებსა და კომენტარებში ცალსახად იკვეთება პოზიცია, მისი განცხადადებით არის უამრავი პატიმარი, რომელთაც მისჯილი აქვთ 30 წელი და მათთვის დახმარება აუცილებელია. იმხანად ელისაშვილმა განაცხადა რომ კომისიამ შეცვალა კრიტერიუმები და ახლა აღარ არის საჭირო ნახევარი სასჯელის მოხდა, წაყენებული ბრალის კიდევ ერთხელ აღიარება (შეწყალების ტექსტში პატიმარს აუცილებელი იყო მიეთითებინა ვაღიარებ და ვინანიებ) და უვადო სასჯელმისჯილებს შეეძლებათ 15 წლიანი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ მიმართონ კომისიას. ამ კრიტერიუმების შემუშავებას კომისიამ თითქმის 6 თვე შეალია. თქმა იმისა რომ რა მნიშვნელობა აქვს უვადო პატიმარს 15 თუ 25 წლის შემდეგ შეეძლება მიმართოს კომისიას, ადვილია, მაგრამ უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი რომ არის ეს ინიციატივა, ალბათ ბევრი დამეთანხმება. სხვა თემაა სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეას – ყველანი ციხეში, ბევრი უსამართლო განაჩენი რომ „ერთვის თან მტკიცებულებად“ და სხვა თემაა ისიც, რომ მათ უმრავლესობა სამუდამო ან მრავალწლიანი საპატიმრო ვადით იხდის სასჯელს. ასეთი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი გამოსავალი იყო სწორედ ხარვეზების დამდგენი კომისია, რომლის შექმნას მდუღარე წყალი გადაასხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

news
პირველი გაურკვევლობა: ხელისუფლება, რომელიც ხელისუფალი გარდა იმისა, რომ ხალხს ნაციონალები ყელში ჰყავდა ამოსული, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში მილიარდელი ჩაერთო და მისი ხათრით ხალი „ბოსტანში ჩარჭობილ ჯოხსაც“ დაუჭერდა მხარს, „ცოცხების ფრიალის“ შედეგადაც მოვიდა ქვეყნის სათავეში და „ცოცხების მადლი“ „მეოცნებეებისათვის“ ფასდაუდებელიც და დაუვიწყარიც უნდა იყოს წესით. ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი დღევანდელი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, საჭირო დროს, საჭირო მომენტში სასჯელარსრულების დაწესებულებებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე აპელირებდა და ხაზგასმით ამბობდა, რომ ციხეში ადამიანების დიდი ნაწილი უსამართლო სასჯელებით იყვნენ მოხვედრილი. სტატისტიკურად საქართველოში იმაზე მეტი დიდსასჯელიანი (უვადო, 30-40 წელი) პატიმარი ზის, ვიდრე სხვა ნებისმიერ მესამე (მეოთხე, მეხუთე და ა.შ. თუკი ასეთიც არსებობს) ტიპის ქვეყანაში. და, როცა, ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებ, ადამიანებს უკანონოდ მიუსაჯეს დიდი სასჯელიო, ხელისუფლებაში მოსულმა ვადები არ უნდა დაუდგინო ამ ადამიანებს.
შემდეგი: მარგველაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში მერვე მუხლი გვამცნობს: ა) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება; ბ) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება – სასჯელის ვადის შემცირება.“ ერთ პატიმარს ვერ მოძებნის დაინტერესებული პირი, რომელსაც ეს მუხლი შეეხო. ანუ, გამოდის რომ მარგველაშვილმა ისეთივე უმოქმედო ბრძანება (ჩანასახშივე მკვდარი) მიიღო როგორიც თავადაა, არშემდგარი პირველი პირველი…
კარგით, ჩვენ ამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან რაც ახლა რეალობაა და თავი დავანებოთ ოცნებას, სამართლიანობის დადგენა-აღდგენის შესახებ! წესიერ ქვეყანაში იურისპრუდენცია ფაქტებზე, მოცემულობებზე და სიზუსტეზეა დამყარებული. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩავთვალოთ რომ 15 წლის შემდეგ ე.წ. უვადო პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ შეწყალების კომისიას. საინტერესოა, ეს ვითარება ეხებათ თუ არა იმ უვადო პატიმრებს, რომელთაც 15 წელი მოხდილი აქვთ? შევადნაძის პერიოდშიც ხომ იჭერდნენ ადამიანებს და უსჯიდნენ უვადო პატიმრობას? და ყველაზე მთავარი, საქმე ისაა, რომ მძიმე (განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულისათვის 5 წელზე მეტი შეფარდებისას მსჯავრდებულმა ისევე უნდა მოიხადოს სასჯელის ნახევარი, როგორც ეს ადრე იყო დადგენილი. ასევე მსჯავრდებულებმა, რომელთაც 5 წელზე ნაკლები აქვთ შეფარდებული სასჯელის მესამედი უნდა მოიხადონ! ამ პუნქტში ამოიღეს სააკაშვილისეული ერთადერთი ფრაზა – პირველი ნასამართლეობა! როგორია პრაქტიკა? თითქმის არ არსებობს პატიმარი, რომელიც არ არის ორი ან მეტი მუხლით გასამართლებული! რა გამოდის? ბრძანება ბრძანებისათვის დაიწერა? ისიც ხომ ფაქტია, რომ 5 წელზე ნაკლებს მოსამართლეები მხოლოდ იმ პატიმრებს უსჯიდნენ ვისთანაც პროკურატურა აღიარების სანაცვლოდ საპროცესოს აფორმებდა? ანუ, მარგველაშვილის ბრძანება ადამიანს რომ შეეხოს, აღიარება სავალდებულოა და ეს სხვათაშორის ბრძანებაშიც არის მითითებული, მეცხრე მუხლში ვკითხულობთ: „შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება: ა) აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნული თავისებურებები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“ ანუ აღიარება ყვლა ვარიანტში საჭიროა!! ისმის ბუნებრივი კითხვა – ვინ მოატყუა პატიმრები (და მათი ოჯახები)? მარგველაშვილმა თუ ელისაშვილმა, ან შეიძლება თუ არა დავუშვათ რომ ელისაშვილმა ამ მუხლის შესახებ არაფერი იცოდა? აქ ჩნდება შემდეგი კითხვა – თუ არ იცოდა, მაშ რა უნდოდა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე? იცის თუ არა ამის შესახებ, ასევე ჟურნალისტმა და ამჯერად კომისიის თავმჯდომარემ, კაკო ბობოხიძის ძმის შეწყალების სიაში შემყვანმა (ეს იმ დროს, როცა ასობით ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის არაადექვატური სასჯელით რომ ზის წლებია ელოდება „უდოს“), ზვიად ქორიძემ? და თუ იცის რას აკეთებს ანთუ არ იცის მაშინ რა იცის ზოგადად ნაციონალების მხარდაჭერის გარდა?!

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...
შემდეგი: მარგველაშვილის ამ ბრძანებით ინფორმაცია პატიმრისათვის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეგზავნება 5 სამუშაო დღეში, თუმცა ასობით პატიმარს არავინ უხსნის რა მიზეზით ეუბნებიან მათ შეწყალებაზე უარს. სააკაშვილის დროს პატიმარს განმეორებით კომისიისათვის მიმართვა შეეძლო სამ თვეში, ახალი ბრძანებით 4,5 თვეში და კომისია ამ განცხადებას 6 თვის შემდეგ განიხილავს. ახალი კრიტერიუმებით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შეწყალების დროს მხედველობაში მიიღება „ფსიქიკური განვითარეის დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები“, ანუ მშიერი, ტიტველი, უსახლკარო, უბედური ბავშვი ღირსი არაა შეიწყალონ და ციხეში უნდა დალპეს?! მსგავსმა ბავშვმა, ისევე როგორც გონებასუსტმა დათო მწარიაშვილმა, რომელმაც მშიერმა მოიპარა 1 პაჭკა პეჩენია და სასამართლომ ამისათვის იუსაჯა 2 წელი და 1 ჭიქა კომპოტისათვის ბიძა მოკლაო რომ ამბობენ „ატ ზვანკა დო ზვანკა“ უნდა მოიხადოს 9 წელი? შეწყალების ღირსი არაა გიორგი „კრიალიკა“, რომელმაც მოიპარა ანტიბიოტიკი, მარტოხელა დედის პნევმონიისაგან გადასარჩენად? ელისაშვილის კომისიამ 95 პატიმარი შეიწყალა, 400-ზე მეტ პატიმარს უარი ეთქვა შეწყალებაზე.
„თუ არსებული კრიტერიუმებით მუშაობენ, კომისიამ რატომ არ გვაცნობა რის საფუძველზე არ შეგვიწყალეს მე და ჩემი შვილი? მე გავეცანი ჩემი შეწყალების დახასიათებას, რომელსაც არც კი აქვს თარიღი, რადგან ის არსად არ გაუგზავნიათ, მე დამაწერინეს თხოვნის სამი ეგზემპლარი, რისთვის ჭირდებოდათ მათ სამი ეგზემპლარი? დახასიათების თანახმად მე თურმე მყავს დედა და ძმა, არადა დედაჩემი გარდაიცვალა 2007 წელს, ხოლო ძმა არასდროს მყოლია! ყველა პატიმარს დახასიათებაში უწერენ შაბლონურ ტექსტებს. მე, ისე როგორც ჩემი შვილი, თურმე ვმეგობრობთ დადებითად ორიენტირებულ პატიმრებთან და ვღებულობთ მონაწილეობას ინდივიდუალურ ღონისძიებებში. საჯაროდ ვაცხადებ – მე ვარ დახურულ სისტემაში, საკანში შვილთან ერთად, არსად გავდივარ, ან ვის უნდა ვემეგობრო და რა ღონისძიებაში უნდა მივიღო მონაწილეობა? – აცხადებს 30 წლიანპატიმრობა მისჯილი ჯიმშერ ჩაჩიბაია, – თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ მთავარი პროკურატურა ადებს ე.წ. დაუმორჩილებელი პატიმრების პირად საქმეებს (ვინც არავინ ჩაუშვა იმათზეა საუბარი) სპეციალურ გრიფს. ასეთი გრიფი ნიშნავს რომ მთავარი პროკურატურის ბრძანებით პატიმარზე არ ვრცელდება შეწყალება, ვადაზე ადრე გათავისუფლება და მათ გაატარებინებენ მთელ სასჯელს ე.წ. კრიტში, არაადამიანურ პირობებში. მე და ჩემს შვილს გვაჩვენეს გრიფი ჩვენს საქმეებზე და დირექტორის მოადგილემ გვითხრა: არ იდარდოთ ნახევარი ზონა ასეაო. ანუ „დამშვიდების“ საფუძველი გვაქვს“
შეწყალების გარდა არის ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, მუდმივმოქმედ კომისიას ახლა ხელმძღვანელობს გრიგოლ გიორგაძე, რომელიც ვერ ასცდა სუბარის მოადგილეობას, სახალხო დამცველის მოადგილე იყო, ახლა მინისტრის მოადგილეა, თუმცა „იმედში“ იურიდიული სამსახურის უფროსად „იმედი“ რომ დაარბიეს მას შემდეგ გადავიდა, საინტერესო „პრიჟოკია“, არა? კომისიის წევრი არის ეკა ბესელია. აპრილში გიორგაძემ გამოაცხადა რომ გათავისუფლდა 73 პატიმარი და განხილული იყო 900 საქმე, ანუ გაათავისუფლეს მხოლოდ 8,1% პატიმარი, რომელთაც სსკ-ს 72-ე მუხლის თანახმად ეკუთვნოდათ გათავისუფლება. რას ნიშნავს ის ფაქტი რომ 91,9% პატიმარს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, ეს სტატიის მკითხველებმა შეაფასონ.
ორი წლის წინანდელი სტატისტიკა:
დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული საბჭოს (იმჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა ბაკურაძე, ამავე დროს გენინსპექციის სარევიზიო სამმართველოს უფროსი) ცნობით N2 დაწესებულებაში 86 პატიმარს უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული საბჭოს (იმჟამინდელი თავმჯდომარე ალესანდრე დარახველიძე) ცნობით N16 დაწესებულებაში 109 პატიმარს ეთქვა უარი გათავისუფლებაზე, მათ შორის უკვე გათავისუფლებულ გოროზიას.
საბჭოს სხდომები ტარდებოდა ორ თვეში ერთხელ, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის გიორგაძის სიტყვას თუ ვენდობით (და რატომ არ უნდა ვენდოთ?) დაახლოებით 30 ათას პატიმარს ეთქვა უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 18 თვეში, ხოლო ამავე პერიოდში კომისიამ გაუშვა 3 000 პატიმარი, ანუ საშუალოდ თვეში 166 პატიმარი…

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 19, 2015 14:24

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics