კორუმპირებულ გამგებელს არ მივცემთ, კორუფციის საშუალებას – აცხადებს სენაკის საკრებულოს წევრი

10264982_572240362907743_1344464604247659281_nდღეს სენაკის საკრებულოს სხდომაზე სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის მისვლამ ხმაური გამოიწვია, რაც იქ მყოფმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.

სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ინგა ქარდავას მიერ ,,თაიმერითან,, გაკეთებული განცხადების მიხედვით,  ხმაური, რომელშიც თავად ქარდავა აქტიურად მონაწილეობდა, გამოიწვია გამგებლის სურვილმა მიემართა საკრებულოსთვის, ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების არადანიშნულებრისამებრ გამოყენების თაობაზე.

ქარდავას განცხადებით, გამგებელმა გოჩა დგებუაძემ საკრებულოს მიმართა თხოვნით, რომ სენაკის რაიონის საჭიროებისათვის განკუთვნილი სპეცტექნიკის საყიდლად ბიუჯეტში გაწერილი  თანხის  გამოყენების უფლება მიეცათ, რათა პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ხელფასები დაეფარა, რაც ქარდავასა და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულომ დააკმაყოფილა.

,,სპეციალისტების ხელფასი ბიუჯეტში გაწერილი არ იყო, ხოლო სპეცტექნიკა, რომელიც ქალაქს გაზაფხულზე, როცა წვიმების რაოდენობა იმატებს და გაწმენდითი სამუშაოები დაჭირდება, სასიცოცხლოდ აუცილებელია,, აცხადებს ქარდავა.

,,მიუხედავად ამისა, ჩვენ სპეცტექნიკას მაინც ვიყიდით და კორუმპირებულ გამგებელს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქალაქის საჭიროებისათვის განკუთვნილი თანხები თავისი ძმებისა და ახლობლების კომპანიებისაგან დაქირავებული სპეცტექნიკის მომსახუერობისათვის გადარიცხოს,, აცხადებს ქარდავა, რომელიც გამგებლის დღევანდელი ინიციატივის უკან, კორუფციის სურვილს ხედავს. ქარდავას მიაჩნია, რომ გამგებელს განზრახ არ უნდა სპეცტექნიკის ყიდვა ქალაქისათვის, რომ ამ ტექნიკის სამუშაოები, მასთან დაკავშირებულ კომპანიების ტექნიკას შეასრულებინოს და ფინანსური სარგებელი ნახოს.

შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ინგა ქარდავა, სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს ადრეც არაერთხელ ამხელდა  ძმისა და ახლობლების კომპანიებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამუშაოების უტენდეროდ გადაცემის გამო და ამის დამამტკიცებელ დოკუმენტებსაც აქვეყნებდა.

 

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: არის სირთულეები, მაგრამ მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ვალდებული ვართ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სამშობლოს მოემსახურება