კობა ხარშილაძის სკანდალური აღიარება- „როდესაც მივხდი,რომ ეს იყო აბსურდული გეგმა ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ“

news
: news იანვარი 23, 2015 16:32

კობა ხარშილაძის სკანდალური აღიარება- „როდესაც მივხდი,რომ ეს იყო აბსურდული გეგმა ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ“

10934672_1536998196585182_766148123_n„ბინაში, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ, საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია იყო და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად გადავწყვიტე, უსუპოვი შემთხვევის ადგილიდან მომეშორებინ“,- ამის შესახებ განცხადება, ზურაბ ჟვანიას ყოფილმა დაცვის უფროსმა, კობა ხარშილაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება და პირველი ნაბიჯი რაც განახორციელა, იყო გიორგი ბარამიძესთან დარეკვა და ამბის შეტყობინება. შემდეგ კი დაურეკა პრეზიდენტს და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველი ორგანოები.
“უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო, იყო არაორდინალური სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, მოვიფიქრე შემდეგი გეგმა. რაულ უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გაძვრა და ასევე შარვალიც, სავარაუდოდ ამ დროს დაესვარა.მე ვიყავი სახლში. დამირეკა მიხეილ ძაძამიამ და მითხრა, რომ ზურა იყო უგონო მდგომარეობაში. გავემართე შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზაზე მანქანა გამიფუჭდა. ამის შემდეგ ბინიდან მოშორებით მომაკითხა ძაძამიამ და შემთხვევის ადგილზე მიმიყვანა. როდესაც მივედი, ფანჯრიდან დავინახე, რომ ბატონი პრემიერი უგონოდ გამოიყურებოდა. ვერ გავაღეთ კარი, შემდეგ ავძვერი გისოსებზე და ძაძამიას დახმარებით მოვაგლიჯე ეს გისოსები და შევედი ბინაში”, – განაცხადა ხარშილაძემ.

news
: news იანვარი 23, 2015 16:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,212
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics