კობა სუბელიანი: სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ ქართულ ეკონომიკას

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2015 12:43

კობა სუბელიანი: სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ ქართულ ეკონომიკას

თამაზ მეჭიაურის მიერ გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუზე შეფასებები ოპოზიციაში გააკეთეს.

„ქადაგიძეში ეძებენ განტევების ვაცს. სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ ქართულ ეკონომიკას. ამან გააფუჭა ლარი და დღემდე იდიოტებივით ქადაგიძე-ქადაგიძეს იმეორებენ. ქადაგიძე რას უშველის? მეჭიაური ურცხვად აყრის თვალში ნაცარს საკუთარ ამომრჩეველს და დანარჩენ საზოგადოებას,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა სუბელიანმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი, ვასილ რევიშვილი, კი მეჭიაურის განცხადებას არასერიოზულსა და ტყუილს უწოდებს.

თამაზ მეჭიაურის თქმით, გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის დაუშვებლობა შეცდომა იყო. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2015 12:43