კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს შეეფერება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2015 15:21

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს შეეფერება

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერებააშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მისმა მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ამომრჩეველს სიტყვა არ შეაწყვეტინა მაშინ, როცა მან სახელმწიფოს მეთაურს ბარაკ ობამას მუსლიმი უწოდა. როგორც “ენბისი ნიუსი” გადმოსცემს, მან ყველა ოპონენტს მოუწოდა ისე მოიქცნენ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს შეეფერება, პატივისცემა გამოიჩინონ და სიმართლის მხარეს დადგნენ.
“შეძრწუნებული ვიყავი. არა იმდენად იმით, რომ ეს ყველაფერი ზღვარს გასცდა, არამედ იმით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ტრამპს ამ რიტორიკისთვის უარი უნდა ეთქვა” – განაცხადა კლინტონმა.

ტრამპის საარჩევნო კომპანიის წარმომადგენლებმა კლინტონის კრიტიკა არ მიიღეს. “პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ობამა ქრისტიანების წინააღმდეგ ომს მართავს. ქრისტიანებს დახმარება სჭირდებათ, მათი რელიგიური თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის” – ამბობენ ისინი.

კლინტონმა 18 სექტემბერს ტრამპის მოქმედება გააკრიტიკა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა ტრამპი შეთქმულების თეორიის მხარდამჭერად გამოაცხადეს.
ინციდენტი, რომელიც ბრალდების მიზეზი გახდა, ქალაქ როჩესტერში ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრისას მოხდა. მამაკაცმა, რომელსაც “ტრამპ” წარწერიანი მაისური ეცვა, მიკროფონი მოითხოვა და თქვა:
–ჩვენს ქვეყანაში პროლემაა და მას სახელად “მუსლიმები” ქვია.
–თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი ერთ-ერთი მათგანია? თქვენ იცით, რომ ის ამერიკელიც არ არის წარმოშობით?
ისინი აგებენ ყველა ამ სასწავლო ბანაკებს, ისინი თქვენს მოსაკლავად ემზადებიან. მოკლედ, მე მაქვს შეკითხვა: როგორ შეიძლება ჩვენ მათგან თავის დაღწევა?”
ტრამპმა მას უპასუხა: “ჩვენ ბევრ საკითხებში უნდა გავერკვეთ. იცით, ბევრი ამბობს, რომ ცუდი საქმეები ხდება. ჩვენ ამაში უნდა გავერკვეთ, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხებში”.

თეორიას იმის შესახებ, რომ ობამა მუსლიმია, აშშ-ში ბევრი უჭერს მხარს. გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 29%-ს სჯერა, რომ პრეზიდენტის აღმსარებლობა ისლამია. უფრო მეტიც, გამოკითხულთა 13% დარწმუნებულია, რომ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა, მათ 4%-ს სჯერა, რომ ის კენიაში დაიბადა.

ბარაკ ობამა აღმსარებლობით ქრისტიანია და ის ჰავაიზე, ჰონოლულუში დაიბადა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2015 15:21

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics