კირკიტაძეს ორი ტრაქტორის საქმეზე გირაო შეეფარდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 17:14

კირკიტაძეს ორი ტრაქტორის საქმეზე გირაო შეეფარდა

კირკიტაძეს ორი ტრაქტორის საქმეზე გირაო შეეფარდაორი ტრაქტორის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს დავით კირკიტაძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. ამ შეთხვევაში სასამართლომ საგამოძიებო ორგანოს ინტერესები არ გაითვალისწინა. ბრალდება ყოფილი რწმუნებულის დაკავებას ითხოვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების – შპს “ავტოჰაუს-რუსთავი 2011-ისა” და შპს “ტიტანი 2011-ის” სასარგებლოდ თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, ის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 17:14

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics