კინოთეატრ “კავეაში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზიანებულა (ფოტო)

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2015 20:10

კინოთეატრ “კავეაში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზიანებულა (ფოტო)

ცოტა ხნის წინ სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში” მდებარე კინოთეატრ “კავეას” ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო ბრიგადები.
“თაიმერთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა განაცხადა, რომ ჩამონგრეულია კინოთეატრის შესასვლელის ჭერი, დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი. მისივე განმარტებით, ჩამონგრევის მიზეზებს შესაბამისი უწყებები იკვლევენ.

ჩამონგრევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელიც იმ დროისათვის კინოტეატრის შესასვლელში იმყოფებოდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები მას არ აღენიშნება.

მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა უსაფრთხოების მიზნით არ მიეცათ.

IMG_1982 IMG_1983 IMG_1985 IMG_1986 IMG_1987

 

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2015 20:10