კიმ ჩენ ინმა არმიას საბრძოლო მზადყოფნა უბრძანა

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 17:16

კიმ ჩენ ინმა არმიას საბრძოლო მზადყოფნა უბრძანა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბრძანების თანახმად ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია. ორი დღის წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა.
მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომის შემდეგ თავდასხმისთვის ჯარის სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.
ჩერდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა “ნახევრად საომარ” მდგომარეობაშია. ფხენიანი ძალის გამოყენებით იმუქრება, თუკი სეული საზღვარზე პროპაგანდისტულ ტრანსლირებას არ შეწყვეტს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ფხენიანის ასეთი აგრესიული რიტორიკა რიტუალი გახდა, თუმცა, ამჯერად მდგომარეობა მეტად გართულებულია.
სეულის თქმით, ჩერდილოეთ კორეელმა სამხედროებმა საარტილერიო თავდასხმით გაანადგურეს სამხრეთ კორეის დინამიკები, რომელიც საზღვარზე იყო დამონტაჟებული და საიდანაც ჩრდილოეთ კორეის მისამართით ანტიკომუნისტრური პროპაგანდა მიმდინარეობდა.
სეულის გადაწყვეტილება, სადემარკაციო ხაზთან დაეყენებინა დინამიკები მას შემდეგ გადაწყდა, რაც ორი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა. როგორც ამობენ, ნაღმი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მიერ იყო დამონტაჟებული.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. 1950 წელს მათ შორის ზავის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვა ტიპის ხელშეკრულება რა გაფორმებულა.

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 17:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics