კიკიანის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

news
ავტ.: news ივლისი 11, 2015 19:12

კიკიანის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

მნიშვნელოვანი

  • ლიკა კიკიანის საქმეზე, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

სხვა სტატიები

ლიკა კიკიანის საქმეზე, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. კიკიანმა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც იგი აიყვანეს, გამომძიებელთან ერთად კიდვე ერთხელ დაათვალიერა. როგორც კიკიანი აცხადებს, კიდევ ერთხელ მოხდა შედარება, ემთხვეოდა თუ არა მის მიერ ჩვენებისას აღწერილი ადგილები შემთხვევის ადგილს. გარდა ამისა, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დღეს დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც კიკიანი ასახელებს. უცნობია მოხდება თუ არა პოლიციელების დაკითხვაც. რაც შეეხება კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის შედეგები ორ დღეში გასაჯაროვდება და დადგინდება, ჰქონდა თუ არა კიკიანზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი. ლიკა კიკიანი მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სრულად გაასაჯაროო

news
ავტ.: news ივლისი 11, 2015 19:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics