კიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 19, 2015 21:07

კიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს

კიევში საქართველოს მოქალქე დააკავესკიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს, რომელიც 1970 წელს არის დაბადებული. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია TVI იუწყება. ტელევიზიის ინფორმაციით დაკავებული ქართველი 18 იანვრის ღამეს უკრაინელ სამართალდამცველებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ დაკავებულმა სამმა პირმა, რომელთა შორის 2 უკრაინელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლეს.

პირადი ჩხრეკის შედეგად დაკავებულებს აღმოჩნდათ ნივთმტკიცებები, რომლებიც პოლიციელებზე თავდასხმაში მათ მონაწილეობას ადასტურებს, მათ შორის F1 ტიპის ხელყუმბარები.საქართველოს მოქალაქე უკრაინული მედიის ინფორმაციით 2-ჯერ არის ნასამართლები.

მასთან ერთად დაკავებულია უკრაინის კიდევ 2 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა და 2 პირი დაშავდა, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მსახურობდნენ.

შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 19, 2015 21:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,975
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics