„კიევში „ნაციონალების“ დანიშვნამ შეიძლება არამხოლოდ მათთვის, გარესამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას“

news
: news თებერვალი 26, 2015 12:52 განახლებულია

„კიევში „ნაციონალების“ დანიშვნამ შეიძლება არამხოლოდ მათთვის, გარესამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას“

ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში კენედ იალოვიცის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების დანიშვნამ შესაძლებელია უკრაინაში პრობლემები შექმნას. ამასთან, როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინა ცდილობს დასავლეთის ნდობა მოიპოვოს, ამიტომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინაში მრჩეველებად მისთვის მისაღებია. “უკრაინა ცდილობს რეფორმის პროცესის განმავლობაში დასავლეთის ნდობა მოიპოვოს, აქედან გამომდინარე, მე პრობლემა არ მექნებოდა ეს ადამიანები მრჩეველებლად რომ მიეწვიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინის ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ შეიძლება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გარესამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას. ჩემი აზრით, კიევს არ სჭირდება საქართველოს შიდა პოლიტიკის უკრაინაში შეტანა, მათ საკუთარი საქმე თვითონ უნდა გააკეთონ. გარედან მიღებულ დახმარებას მხოლოდ მრჩევლების ფორმა უნდა ჰქონდეს“,-განაცხადა იალოვიცმა შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობაში საქართველოს წინა ხელისუფლების რამდენიმე წევრია წარმოადგენილი, მათ შორის, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლევან ვარშალომიძე და შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მან უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა. კენედ იალოვიცი საქართველოში ამერიკის ელჩი 1998-2001 წლებში იყო.

news
: news თებერვალი 26, 2015 12:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics