კიევში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილთა შორის ქართველია

news
: news იანვარი 19, 2015 12:35

კიევში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილთა შორის ქართველია

10934316_402050146621845_990981055_nკიევში პრაღის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი ქართველია, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ის 1970 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ორჯერ ნასამართლევია და უკრაინაშიც არალეგალურად ცხოვრობდა. დანარჩენი ორი უკრაინის მოქალაქეა, ისინიც ნასანართლევები არია და მათ შორის ერთი ქალია. დაკავებულებს, უკრაინული მედიის ცნობით, აღმოაჩნდათ დანაშაულის ჩადენის მიმანიშნებელი ნივთმტკიცებები, ხელყუმბარებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების სახით. ამ მომენტისთვის დაკავებულები კიევის დნეპროპეტროვსკის რაიონის მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან და მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
კიევში აფეთქება შაბათს გვიან ღამე მოხდა. მილიციაში უცნობმა დარეკა და გარკვეულ მისამართზე ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციელებს აფეთქება მოუწყვეს, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

news
: news იანვარი 19, 2015 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,808
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics