კიევს დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება-მიხეილ სააკაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 23, 2015 19:39

კიევს დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება-მიხეილ სააკაშვილი

კიევს დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება-მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილი უკრაინას დასავლეთ ბერლინს ადარებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ოფიციალურ კიევს დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. პეტრო პოროშენკოს მრჩევლის სტატუსით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ ფრანგული ტელეარხის – “ფრანს 24-ისთვის ” მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მისივე თქმით, რუსეთს დღეს არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, არამედ მთელი ქვეყნის დაპყრობა სურს.

„უკრაინა დღეს დასავლეთ ბერლინს ჰგავს. მის დაკავებას საბჭოთა კავშირისა და სტალინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ დასავლეთმა მას წინააღმდეგობა გაუწია და აჩვენა, რომ დასავლეთი ბერლინი ჯერ ფიზიკურად დაიცვა, შემდეგ კი წარმატებული გახადა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაც დიდი დასავლეთი ბერლინია, რუსეთი კი აღმოსავლეთი. ამიტომ, როგორც ეს დასავლეთ ბერლინის შემთხვევაში იყო, დღეს უკრაინასაც სჭირდება ფიზიკური დაცვა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 23, 2015 19:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics